დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რექ­ტო­რი ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხვდა
2011/10/28 16:19:38

27 ოქ­ტომბერს აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­გა ღავ­თა­ძე რე­გი­ონ­ში მოქ­მედ ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუსს შეხვდა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებლის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარბაზ­ში. მან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს დაწ­ვრი­ლებით გა­აც­ნო ის ძვრები, რაც დაწყებულია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, საკ­მა­ოდ გუ­ლახდი­ლად ისაუბრა ში­და პრობლე­მებზე, სწავ­ლების ხარისხზე, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გარ­და­უ­ვალ ცვლი­ლებებზე. „ჩვენ გა­დაწყვი­ტეთ, სა­ზო­გა­დოების ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ წევ­რებს - მას­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შევხვედ­რო­დით, რა­თა გაგ­ვეც­ნო ჩვე­ნი გეგ­მები,“ - გა­ნაცხადა რექ­ტორ­მა. ჟურ­ნა­ლის­ტებმა მას არა­ერ­თი შე­კითხვა და­უს­ვეს, გან­სა­კუთ­რებით მწვა­ვედ დააყენეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კად­რის აღ­ზრდი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლების აუ­ცი­ლებლობის სა­კითხი. რექ­ტორს არც ერ­თი კითხვის­თვის არ აუ­რი­დებია თა­ვი. მი­სი თქმით, „ძა­ლი­ან მსურს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი სწავ­ლების დო­ნით მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს და ასე­ვე ძა­ლი­ან ვწუხვარ, რო­ცა ქუ­თა­ი­სე­ლი აბიტუ­რი­ენ­ტები სას­წავ­ლებლად სხვა ქა­ლაქ­ში მი­დი­ან. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ქვეყნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და პრეს­ტიჟული უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებელი იყოს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია