დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნოვაციური წამოწყება ტურიზმის სფეროს განითარებისათვის
2011/06/01 12:22:26

29 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტში პროექტ "VENET"- ის პრეზენტაცია გაიმართა. იგი ევროკავშირის არსებობის ისტორიაში უპრეცენდენტოდ მაღალბიუჯეტიანია, მისთვის ევროკავშირმა TEMPUS 4-ის ფარგლებში 1 276 981 ევრო გამოყო.

პროექტის მიზანია საქართველოში, ბელორუსსა და უკრაინაში თანამედროვე, ევროპული მოთხოვნების შესაბამისი ელექტრონული დისტანციური სწავლების ერთიანი ქსელის ჩამოყალიბება ტურიზმის სფეროში.  

ლელა ქელბაქიანი, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი: „ეს არის  ტურიზმის სფეროში პირველი პროექტი საქართველოში და ასევე პირველი პროექტია დისტანციური სწავლების ველის დასანერგად, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ინტერნეტის გამოყენებით, სახლიდან გაუსვლელად, ჩაეწეროს, როგორც ჩვენს მიერ შემოთავაზებულ კურსებზე, ასევე - საქართველოს, უკრაინის ან ბელორუსიის ნებისმიერ კურსებზე, მიიღოს განათლება და აიმაღლოს კვალიფიკაცია. ასევე შეუძლია, საერთოდაც ახალი ცოდნა მიიღოს ტურიზმის სფეროში. დღესდღეობით ქართული პორტალი მუშაობს, თუმცა მეთოდოლოგიური ნაწილი დასახვეწია. ჩვენ წელიწადნახევარი კიდევ წინა გვაქვს. პროექტის დასრულებამდე, დაახლოებით სექტემბრიდან, შესაძლებელი იქნება მსმენელთა პირველი ნაკადის მიღება. თავისთავად, ეს ყველაფერი, ვიდრე პროექტი არ დასრულდება, უფასო იქნება. აღნიშნული პროექტი წელიწადნახევარია, რაც დაიწყო  და 2012 წლის ბოლოს დასრულდება. დარეგისტრირება სასწავლო კურსზე ინტერნეტის მეშვეობით მოხდება.“

ტურიზმის სფეროში ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბებაში საქართველოს მხრიდან, გარდა ქუთაისის უნივერსიტეტისა, ჩართული არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის უნივერსიტეტი და ბათუმის საზღვაო აკადემია. 

ვიაჩესლავ ნიკიტინი, უნივერსიტეტი „პატეგონი“, გერმანია; „პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ბელორუსისათვის. როგორც ცნობილია, მასში სამი ქვეყანა არის ჩართული, მისი ძირითადი მიზანი უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლების დანერგვაა. აღსანიშნავია ის, რომ ამ სწავლებაში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა, ბაკალავრი იქნება თუ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ამას არ აქვს მნიშვნელობა, პროექტის ძირითადი მიზანი არის: „სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე“.

ჩვენ გვსურს, საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვა კუთხითაც, ერთ-ერთი პრანსპორტის კორიდორების პროექტია, რომელიც შესაძლებელია, მომავალში განვითარდეს. საკმაოდ დაინტერესებული ვარ საქართველოთი, როგორც   ტურისტული ქვეყნით, ძალიან მომწონს ქართული ღვინო და, აქედან გამომდინარე, ამ სფეროშიც მაქვს გარკვეული გეგმები.“

გიორგი თევდორაძე, ქუთაისის მერი: „მე ვფიქრობ, დადგა დრო, ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს ქალაქაში ნებისმიერი საქმე აკეთონ პროფესიონალებმა. სწავლების მეთოდი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, არის ნოვაცია, ეს არის დისტანციური სწავლების მეთოდი ტურიზმის სფეროში. ძალიან მისასალმებელია და საამაყოა, რომ ამაში ჩვენი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის უნივერსიტეტი არის ჩართული. ეს ნოვაციური მეთოდი პერსპექტიული იქნება ისეთ პრიორიტეტულ სფეროში, როგორიც ტურიზმია, პროფესიონალების მომზადებასა და განვითარებისათვის.“

პროექტის მხარდემჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული საგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ის 2010 წელს დაიწყო და 2012 წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად, აღნიშნულ სამ ქვეყანაში, ევროპული მოთხოვნების შესაბამისი ელექტრონული დისტანციური სწავლების ერთიანი ქსელი ჩამოყალიბდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია