დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაფინანსების ახალი პირობები აბიტურიენტებისთვის
2011/02/28 12:27:54

2011 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს რამდენიმე ცვლილება შეეხოთ. გარდა იმისა, რომ მათთვის შესაძლებელია რეგისტრაციის ინტერნეტის მეშვეობით გავლა, ისინი უკვე კონკრეტულ სპეციალობებს ირჩევენ და არა მთლიან ფაკულტეტებს, ასევე შეიცვალა დაფინანსების წესებიც.

 

2011 წლიდან, მთვრობის დადგენილებით სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია - ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და  საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები  მხოლოდ 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ყველა დანარჩენ სპეციალობებზე კი სახელმწიფო გრანტები ისევ 100%, 70%, 50% და 30% პროცენტიანი იქნება. დაფინანსების ამგვარი სისტემა უკვე ხორციელდება ერთიან სამაგისტრო გამოცდებზეც, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობები ნაკლები უპირატესობით სარგებლობენ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში ხშირად საუბრობს იმის თაობაზე, რომ სამართალი, საერთაშორისო ურთიერთოებები, ჟურნალისტიკა და კიდევ რამდენიმე სპეციალობა ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია და საჭიროა საინჟინრო-ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო სფეროს უფრო გააქტიურება. სტუდენტების ინტერესების გაზრდა კი აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებით სწორედ დაფინანსების სისტემის ცვლილებებით ხდება. ისმის კითხვა, რამდენად თანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები და აქვს თუ არა სახელმწიფოს ამის უფლება?

განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გრანტს სახელმწიფო გასცემს და მას სრული უფლება აქვს, თავისი სურვილისამებრ გადაწყვიტოს დაფინანსების პირობები. განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სპეცილობების წახალისება უნდა მოხდეს.

ირინა ქურდაძე: „აქ მთავარია, რა პრიორიტეტები აქვს სახელმწიფოს და რა სპეციალისტებს ელოდება ახლო მომავალში. აქედან გამომდინარე, განსაზღვრა სახელმწიფომ, მთავრობის დადგენილებით, ის  მიმართულებები, რომელიც უნდა დაფინანსდეს. ის პირობა, რაც ჩვენ შევთავაზეთ აბიტურიენტებს, არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭიერები დარჩებიან დაფინანსების გარეთ. ასპროცენტიან გრანტს მიიღებენ კარგად მომზადებული აბიტურიენტები, იმის მიუხედავდ, თუ რომელი პროგრამა არჩიეს“.

აღნიშნული ცვლილებები დღეს კიდევ ერთხელ განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე და  იგი რამდენიმე დღეში გავა პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია