დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ მიირთმევდა ბავშვების თეფშიდან?
2010/11/29 13:42:47

24 ნოემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქუთაისის 9 საბავშვო ბაღში ჩაატარეს ოპერაცია, რის შემდეგაც მძიმე დანაშაულის ბრალდებით 13 ქალი დააკავეს. 6 დირექტორია: ივეტა გეგუჩაძე (27 ბაგა-ბაღი), ლალი თევდორაძე (?26), მზია სანაძე (24), ქეთი ფანჩულიძე (23), ცისანა კუბლაშვილი (17), თინათინ სვანაძე (13), 7 ბუღალტერი: ლამზირა  ლიკლიკაძე (28), მზექალა ჩარკვიანი (24), მარეხ ჩიტორელიძე (23), მარინა ბაჯაძე (17), ნარგიზა ლაღაძე (18), ნინო ჭილაძე (4), ცირა ვადაჭკორია (3).

ამ ადამიანებს ბრალად ედებათ 2 წლის განმავლობაში ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი, დაახლოებით 2 მილიონი ლარის მითვისება. ბაღებში, სადაც დირექტორები დააკავეს, სახელმწიფო ერთ ბავშვზე 16 ლარს გამოყოფდა, მშობელი დამატებით იხდიდა 8 ლარს. რეალურად მხოლოდ მშობლების მიერ გადახდილი თანხა ხმარდებოდა ბავშვების კვებას, დანარჩენს მეწარმეები და დირექტორები ინაწილებდნენ. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ერთი სქემით მოქმედებდნენ. მეწარმეებს, რომლებსაც მათ ბაღებში საკვები პროდუქტი შეჰქონდათ, მითვისებული თანხის 10%-ს უხდიდნენ, დანარჩენს დირექტორი და მოლარე ინაწილებდნენ თანაბრად. დანაშაულში ეჭვმიტანილები ბავშვებისთვის საკვები პროდუქტის მხოლოდ 30% ყიდულობდნენ.

ამ ფაქტის შემდეგ ქუთაისში ბაღების რეორგანიზაცია დაიწყება. სკოლამდელ დაწესებულებაში ყველა თანამდებობის პირი გათავისუფლდება.

ლაშა მაქაცარია, იმერეთის მხარის გუბერნატორი: „რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია, გამოძიების დასრულების შემდეგ, ჩვენ ვაპირებთ ყველა დირექტორი გავათავისუფლოთ თანამდებობიდან. მოვახდინოთ რეორგანიზაცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით დამყარდეს წესრიგი.“

სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების  დეპარტამენტი, ისინი დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვა პირების გამოვლენაზეც მუშაობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია