დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილი ახალგაზრდობის დასაქმებისათვის
2010/11/08 13:01:53

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო „რჩეულში“ ფორუმი გამართა, „დევნილი ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების“ პროექტის ფარგლებში. ფორუმში მონაწილეობდნენ, როგორც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში გაწევრიანებული სტუდენტები, ასევე სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

თვით პროექტის მიზანს წარმოადგენს: 17-დან 30-წლამდე ასაკის 160 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდის ცოდნით აღჭურვა-კომპიუტერის მოხმარების, კარიერული ორიენტაციის, ბიზნესის მართვის საკითხებზე და სამსახურის ძიების ტექნიკის შესახებ, იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო დონის 100 მეწარმის გადამზადება, გამჭვირვალე ეფექტური სისტემების დანერგვა; სოციალური ქსელის ჩამოყალიბება, მათ შორის - სოციალური კავშირების განვითარება, ახალგაზრდების დასაქმების ერთობლივი მიდგომების და პოლიტიკის შემუშავება.

ფორუმის ორგანიზება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დასაქმების ერთობლივი პოლიტიკისა და მიდგომების შემუშავებას დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას. ფორუმს ფასილიტაციას უწევდა ფონდ „მშვიდობიანი კავკასია“-ს თავმჯდომარე ალუ გამახარია.

როგორც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ აღნიშნა, ფორუმი და მასზე შესრულებული სამუშაოც მხოლოდ ერთი საერთო დოკუმენტის მიღებას ისახავს მიზნად, რომ მეტად აქტუალური პრობლემა, უმუშევრობა, ასე მწვავედ არ იდგეს ჩვენს ქალაქში.

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია