დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი სამეცნიერო კონფერენცია ენისა და კულტურის საკითხებზე
2010/10/04 12:15:28

„ენა და კულტურა“ - ამ ეგიდით გამართეს საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტმა.

 

კონფერენცია პალესტინაში, ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენიდან 50-ე წლისთავს მიეძღვნა. ამ დღისათვის გამოვიდა სოლიდური სამეცნიერო კრებულიც - „I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“, რომელშიც (500-ზე მეტ გვერდზე) მრავალფეროვანი ასპექტითაა წარმოდგენილი კონფერენციის მონაწილეთა შრომები.

კონფერენცია, რომელსაც თავმჯდომარეობდა, ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა ფონდის პრეზიდენტი, პროფესორი მანანა მიქაძე, ექვსი სექციის ფარგლებში მუშაობდა.

სექციებში წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა გრამატიკის თანამედროვე მდგომარეობას და განვითარების ტენდენციებს, ენათა სემანტიკის ფუნქციონალურ და კოგნიტიურ კვლევას, ენათა ურთიერთგავლენას თანამედროვე მსოფლიოში, ტექსტის ლინგვოკულტუროლოგიურ ინტერპრეტაციას, ლექსიკოლოგიურ პრობლემებს, ჰუმანიტარულ დისციპლინათა სწავლების მეთოდიკას, ნაციონალური ენებისა და კულტურის საკითხებს.

კონფერენციის მონაწილეებისათვის გათვალისწინებული იყო სპეციალური მხატვრული პროგრამაც: ექსკურსია გელათში, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.

როგორც „P.S.“-თან საუბრისას ქართული ენის დეპარტამენტის სრულმა პროფესორმა მარინე ქაცარავამ აღნიშნა: „ეს მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენცია იყო იმითაც გამორჩეული, რომ ამ თემაზე სამეცნიერო კონფერენცია პირველად ჩატარდა“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია