დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი მედია - მომავლის მედია...
2009/12/08 15:17:43

7 და 8 დეკემბერს ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის ახალი მედიის საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდა დოდი ხარხელი, ქართული ბლოგ-კატალოგის ერთ-ერთი შემქმნელი, ახალი-სოციალური მედიის და ონლაინ-მარკეტინგის სპეციალისტი. ტრენინგზე იმერელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის განხილული იყო თემები: ახალი მედია ტრადიციების წინააღმდეგ, ონლაინ ურთიერთობა, როგორ შევქმნათ ბლოგი და გამოვაქვეყნოთ პოსტი, ტეგების მნიშვნელობა, ბლოგისთვის ტექსტის დაფორმატება, ტექნიკური ტუტორიალები... დამსწრეებმა მოისმინეს ახალი მედიის ადვილი და ღია წყაროების შესახებ. გაარკვიეს, რა პრაქტიკული უნარჩვევებია საჭირო ბლოგის შესაქმნელად და ახალი-სოციალური მედიის დასაუფლებლად.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1794
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია