დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილი მასწავლებლები ქუთაისში შეიკრიბნენ
2009/12/02 15:11:35

ქუ­თა­ი­სის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მწვა­ნე დარბაზ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის აფხაზე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ო­რე სა­ან­გა­რი­შო-სა­არ­ჩევ­ნო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ას აფხაზე­თის გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დებარებაში მყოფი სკო­ლების წარ­მო­მად­გენ­ლები ეს­წრებოდ­ნენ. 32 დე­ლე­გა­ტის გვერ­დით სტუმ­რად მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გებიც იყვნენ. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ღო­ნის­ძიების­თვის დევ­ნი­ლი მას­წავ­ლებლები ქუ­თა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა რე­გი­ო­ნებიდან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მათ შო­რის იყო გა­ლის რა­ი­ო­ნის რე­სურ­ს-ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­ნო შა­მუ­გი­აც.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის აფხაზე­თის რეს­პუბლი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რემ ნუგ­ზარ ნა­რო­უშ­ვილ­მა 2005 წლი­დან დღემ­დე გა­წე­უ­ლი მუ­შაობის ან­გა­რი­ში წარ­მო­ად­გი­ნა. დე­ლე­გა­ტებმა პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის აფხაზე­თის რეს­პუბლი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახალი თავმჯდო­მა­რე და საბჭო აირ­ჩი­ეს.

კონ­ფე­რენ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა პროფ­კავ­ში­რების თავმჯდო­მა­რე მა­ნა­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძეც ეს­წრებოდა, რო­მე­ლიც ცო­ტა ხნის წინ ევ­რო­პის მას­წავ­ლებელ­თა პროფ­კავ­ში­რების ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია