დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მანანა ღურჭუმალიძე განათლების ბიუჯეტისთვის 60 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს
2009/11/23 13:42:49

20 ნო­ემბერს სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი  პროფ­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა მა­ნა­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძემ გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში შექ­მნილ რამ­­ნი­მე პრობლე­მას­თან და­კავ­ში­რებით პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და გა­ნათ­ლების ბიუჯეტის­თვის  და­მა­ტებით 60 მი­ლი­­ნი ლა­რის გა­მოყოფის აუ­ცი­ლებლობაზე ისაუბრა. გან­სა­კუთ­რებით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობლე­მები აქვთ ე.წ. მი­ნუ­სი­ან ანუ დე­ფი­ცი­ტურ სკო­ლებს და მა­თი მოგ­ვა­რებისათ­ვის სახელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რაა აუ­ცი­ლებელი.

 

დღე­ი­სათ­ვის  სა­ქარ­თვე­ლო­ში 70%-ზე მე­ტი მი­ნუ­სი­ა­ნი სკო­ლა არ­სებობს, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი ვა­უ­ჩე­რი არ ჰყოფ­ნით ბიუჯეტის შე­სად­გე­ნად. შე­საბამი­სად უჭირთ ხელ­ფა­სების გა­ცე­მა, რო­გორც პე­და­გო­გების, ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის. თანხების სიმ­ცი­რის გა­მო ზო­გი­ერთ სკო­ლას სა­ერ­თოდ არ ჰყავს ტექ­პერ­სო­ნა­ლი. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან ხში­რია ფაქ­ტები, რო­დე­საც მას­წავ­ლებლები ხელ­ფასს ზოგჯერ ვერ იღებენ, ან ერ­თი თვით უგ­ვი­ან­დებათ. მი­ნუ­სი­ა­ნი სკო­ლები არა­მარ­ტო მთი­ან რე­გი­ო­ნებში არ­სებობენ არა­მედ თბილის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბათუმ­შიც. სკო­ლებს არ ჰყოფ­ნით ბიუჯეტი და შევ­სებას იღებენ გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტრო­დან.  სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რი სწო­რედ ასე­თი პრობლე­მებისათ­ვის ითხოვს თანხების გა­მოყოფას გა­ნათ­ლების ბიუჯეტი­სათ­ვის.

 მა­ნა­ნა  ღურ­ჭუ­მა­ლი­ძის განცხადებით, პროფ­კავ­ში­რებში უკ­ვე ერ­თი თვე­ა, იღებენ წე­რი­ლებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რებისა და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის­გან, რომ­ლებიც  ითხოვენ ხელ­ფა­სის გაზ­რდას.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რების ხელ­ფა­სი 120 ლა­რი­დან 2500 ლა­რამ­დე მერყეობს. ჩვენ არ ვთვლით, რომ 2500 ლა­რი ბევ­რია სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სათ­ვის, მაგ­რამ მთი­ან რე­გი­­ნებში მათ უფ­რო რთუ­ლი და­ვა­ლების შეს­რუ­ლება უწევთ და მი­ნი­მუმ 500 ლა­რი მა­ინც უნ­და ქონ­დეთ ხელ­ფა­სი.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე  ქალბატონ­მა მა­ნა­ნამ  ასე­ვე ისაუბრა  პე­და­გო­გების დაზ­ღვე­ვა­ზე. სკო­ლის ლო­გო­პე­დები და გახან­გრძლი­ვებული ჯგუ­ფის მას­წავ­ლებლები არ არი­ან დაზ­ღვე­უ­ლები, ამის მი­ზე­ზად ასახელებენ იმას, რომ საგ­რძნობლად გა­ი­ზარ­და და­საზ­ღვევ პე­და­გოგ­თა რა­ო­დე­ნობა. პროფ­კავ­ში­რების განცხადებით, ად­მი­ნის­ტრა­ცია ხელოვ­ნუ­რად ზრდის მას­წავ­ლებელ­თა რა­ო­დე­ნობას, რა­თა და­ეზ­ღვი­ონ.

ქალბატონ­მა  მა­ნა­ნამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ასე­ვე ყურად­ღება გა­ა­მახვი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებში არ­სებულ ე.წ. კლას­კომ­პლექ­ტებზე, ანუ რო­ცა კლას­ში სხედან პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლეები და პე­და­გო­გები ერ­თად უტა­რებენ გაკ­ვე­თი­ლებს. ბოლო სა­მი წე­ლია, საგ­რძნობლად გა­ი­ზარ­და ასე­თი სკო­ლების რა­ო­დე­ნობა. კლას­კომ­პლექ­ტები არის თი­ა­ნეთ­ში, ვან­ში, მეს­ტი­ა­ში, ლენ­ტეხში, წყალ­ტუბოსა და სხვა რე­გი­ო­ნებშიც. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, კა­ნონ­მდებლობით, არ არის ვალ­დებული შექ­მნას კლას­კომ­პლექ­ტი. დი­რექ­ტო­რებს ეს რე­სურ­სცენ­ტრებში და­ა­ვა­ლეს.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მსგავ­სი პრაქ­ტი­კა არ­სებობდა ჯერ კი­დევ  კო­მუ­ნის­ტების დრო­საც, რო­დე­საც  ერთ კლას­ში დაახლოებით ხუთი ბავ­შვი უნდა  ყოფი­ლიყო. ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში კი შე­­ნიშ­ნება, რომ ერ­თი კლა­სი და­კო­პლექ­ტებულია დაახლოებით 15-20 ბავ­შვით და ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლებელი ას­წავ­ლის. ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუხარო ფაქ­ტი, რად­გა­ნაც პე­და­გო­გები ამ პრო­ცეს­ში ვერ ახერხებენ, მი­აღ­წი­ონ ერ­თი­­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლების მიზ­ნებს,“ - გა­ნაცხადა ქალბატონ­მა მა­ნა­ნამ.

ასე­თი სტი­ლით სწავ­ლება ბავ­შვებს არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლებას, მი­ი­ღონ ხარისხია­ნი გა­ნათ­ლება. პროფ­კავ­ში­რებმა ეს სა­კითხი არა­ერ­თგზის დააყენა, რა­თა ყვე­ლა ბავ­შვი­სათ­ვის ყოფი­ლიყო გა­ნათ­ლება ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობით შე­საძ­ლებელია, ხუთ ბავ­შვზეც გაიხსნას არა­თუ კლა­სი, არა­მედ სკო­ლაც. სპმთპ მო­ითხოვს, რომ ფი­ნან­სის­ტებმა და­ი­ან­გა­რი­შონ და გა­მოყონ ბიუჯეტ­ში თანხა, რა­თა მთი­ან რე­გი­ო­ნებში და არა მარ­ტო იქ, კლას­კომ­პლექ­ტების პრობლე­მა მოგ­ვარ­დეს. 

პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა პროფ­კავ­ში­რი სახელ­მწი­ფოს­გან ითხოვს 60 მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­მა­ტებას გა­ნათ­ლების ბიუჯეტი­სათ­ვის. ქალბატონ­მა მა­ნა­ნამ მას­წავ­ლებლების, დი­რექ­ტო­რების და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის სახელით რა­მო­დე­ნი­მეჯერ მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო კო­მი­ტეტს, მაგ­რამ შეხვედ­რა არ მოხერხდა.

თუ ჩვე­ნი წი­ნა­დადებები არ იქ­ნება განხილუ­ლი,  ვა­პი­რებთ, და­ვიწყოთ სე­რი­­ზუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ციები და ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ ყვე­ლას,  ვი­საც  შე­უძ­ლია ამ სა­კითხის გა­დაწყვე­ტა. ჩვენ ვმოქ­მე­დებთ პე­და­გო­გების  სახელით და ვიბრძო­ლებთ იმი­სათ­ვის, რა­თა ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რობები შე­ექ­მნათ სკო­ლებს,“ - გა­ნაცხადა ქალბატონ­მა მა­ნა­ნამ.

 

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია