დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის
2009/09/04 18:15:04

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი  აშშ-ს განათლების დეპარტამენტის დაფინანსებით, მონაწილეობს სამოქალაქო განათლების საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში “მოქალაქეთა ხმები”.     

             
მიმდინარე  პროექტის სახელწოდებაა “საერთაშორისო დემოკრატიული მოძრაობების მეხსიერების ბანკი”. მონაწილე ქვეყნები არიან: კოლუმბია, საქართველო, მონგოლეთი, ჩრ. ირლანდია, ფილიპინები, პოლონეთი, სამხრეთ აფრიკა, ამერიკის შეერთებული შტატები.


 ინოვაციური პროგრამა ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების ცნობიერების ამაღლებას, პროგრამის მონაწილეები რვა პარტნიორი ქვეყნიდან ვიდეო ჩანაწერების საშუალებით დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტებისგან ისტორიებს შეაგროვებენ,. მონაწილე მასწავლებლების დავალებით  მოსწავლეები  აქტივისტებთან ინტერვიუებს ჩაწერენ. ინტერვიუები ონლაინ რეჟიმის დახმარებით მონაცემთა ბაზაში ჩაიტვირთება.


პროექტის მიზნებია:


• დემოკრატიული  მოძრაობების  შესახებ ონლაინ ბანკის შექმნა

• მასწავლებელთა  სამოქალაქო ცნობიერების გაუმჯობესება

• პროექტის  შედეგად  მოსწავლეთა სამოქალაქო ცოდნის ამაღლება

• პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება



პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან, გაივლიან რამდენიმე დღიან ტრენინგკურსს დემოკრატიის ძირითადი პრინციპებისა თუ სამოქალაქო ჩართულობის არსსა და მნიშვნელობაზე, პრაქტიკულად შეისწავლიან ინტერვიუების მომზადების ტექნიკას და მის გამოყენებას სამოქალაქო განათლების გაკვეთილების წარმართვისას, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიული მოძრაობის შესახებ ონლაინ-ბანკის შექმნაში.


პირველ ეტაპზე შეირჩევა პროექტის მონაწილე 25 პედაგოგი მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ ორი ყველაზე აქტიური და წარმატებული პედაგოგი გახდება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მონაწილე. ისინი მარტის თვეში გაივლიან დამატებით ტრენინგებს აშშ-ში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავად ჩაატარებენ სემინარებს კოლეგებთან.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში უნდა გამოაგზავნონ  შემდეგი დოკუმენტაცია:


1. განაცხადი პროექტში მონაწილეობის სურვილის შესახებ;


2. ავტობიოგრაფია - CV ; 


3. სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული, თუ რატომ სურს პროექტში მონაწილეობა, თავად როგორ ესმის სამოქალაქო განათლების არსი და მნიშვნელობა, რა პრობლემებს ხედავს და რა ნაბიჯების გადადგმა მიაჩნია აუცილებლად იმისათვის, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს სამოქალაქო ცნობიერების დონე. ამავე დროს, სამოტივაციო წერილში უნდა ჩანდეს აპლიკანტის მიერ დღემდე გაწეული აქტივობები და თავის წვლილს როგორ ხედავს სამომავლოდ სამოქალაქო განათლების გავრცელების საკითხში.


საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 21 სექტემბერი, 17:00 საათი.

ჩვენი საკონტაქტო მონაცემებია:


მისამართი:  თბილისი, ჟვანიას (ყოფილი გაგარინის) მოედანი, მე-4 ჩიხი, არშბას ქუჩა #5;

ტელეფონი/ფაქსი: (822 ) 373067

საკონტაქტო პირი:

მარი ალუღლიშვილი, მობ: 877 247725; ელ-ფოსტა:   mari.alugishvili@gmail.com

ნატო გუბელაძე, მობ: 899 107794, ელ-ფოსტა:  nato2727@gmail.com

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1739
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია