საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ვისოლი" მომხმარებელთა მოთხოვნებს მაღალი სტანდარტის მომსახურებით პასუხობს
2013/08/19 17:31:13

"ვისოლ ჯგუფი" ქსელის განვითარებას იმერეთში  აქტიურად განაგრძობს. კომპანიის   მომსახურების პირველი ცეტრები  ქუთაისში უკვე გახსნა.  ჟიული შარტავასა და ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას" ავტოგასამართ სადგურებზე გახსნილ ახალ მომსახურების ცენტრებში ადგილობრივი მომხმარებლები ექსკლუზიური პროდუქტებისა და ევროპული სტანდარტების მომსახურების ადგილზე მიღებას შეძლებენ. 

დედაქალაქის შემდეგ ქუთაისი ერთ–ერთი პირველი ქალაქია, სადაც კომპანია "ვისოლმა", შვილობილ კომანია "ვიანორთან"ერთად, სერვის ცენტრი გახსნა.

"ვისოლ პეტროლეუმ  ჯორჯიას" მომსახურების ცენტრი ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილზე. აღსანიშნავია, რომ ახლადგახსნილ ობიექტებზე უკვე დასაქმდა 10 ადამიანი, რაც ჩვენი ბიზნეს ჯგუფის მთავარი პრიორიტეტია. რაც შეეხება "ვიანორ ჯორჯიას", ის ჩვენი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და მოხარებული ვართ, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად "ვისოლ ჯგუფს" ერგო წილად", – ამბობს "ვისოლ პეტროლეუმ  ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ვიანორ ჯორჯია", რომელიც ქართულ ბაზარზე "ვისოლ ავტო ექსპრეს ბრენდის" სახელით დამკვიდრდა, ავტომომსახურების მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაა. დღესდღეობით კომპანიას საქართველოში ავტომომსხაურების 18 უმაღლესი ხარისხის ცენტრი აქვს გახსნილი. იგი მომხმარებელს სთავაზობს ისეთი ცნობილი და გამოცდილი ფირმების მიერ წარმოებულ პროდუქციას, როგორებიცაა "ტოტალი", "ფინა", "შევრონი" და სხვა პოლულარული საავტომობილო პროდუქტების მწარმოებელი ფირმები.

"უკვე 18 სერვისცენტრი გვაქვს საქართველოში. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომელიც წარმოებულია ყველაზე ცნობილი ფირმების მიერ. ამ სერვისცენტრში უკვე გვაქვს რამდენიმე ასეთი ფირმის პროდუქცია. ჩვენი კომპანია მომავალშიც განაგრძობს მომხმარებლის მომარაგებას მაღალი ხარისიხს პროდუქტით",–ამბობს "ვიანორ ჯორჯიას" დირექტორი გურამ დაფქვიაშვილი.

"ვისოლ ჯგუფისთვის", შვილობილ კომპანიასთან ერთად,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორპორატიული მომხმარებელი, რომლისთვისაც კომპანიას  ყოველთვის ექსკლუზიური შეთავაზებები აქვს. მათ შორის, საწვავის სახლიდან გაუსვლელად შეძენა, ფასდაკლების ბარათები და სხვა შეღავათაინი მომსახურება.

კომპანია "ვისოლ გჯუფი"  სერვისცენტრში მისულ მომხმარებელს  სთავაზობს არამხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას, არამედ - ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულყოფილ მომსახურებას.  ამიტომ კოპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ "ვისოლი" სრულყოფილად  პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია