დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავტოქარხნელები ქუთაისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
2013/08/17 21:00:57

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის 26 ნომერში მცხოვრებლები ქუთაისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.  ადგილობრივებმა დღეს მათ ქუჩაზე ჩაუტარებელი სამუშაოები „პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებთან ერთად გააპროტესტეს. როგორც ისინი აცხადებენ: მიმდინარე წლის იანვარში კორპუსის  მცხოვრებლებმა თანხა შეაგროვეს, რომლითაც მერიის შესაბამის სამსახურს, თანადაფინანსებით მათ კორპუსამდე მისასვლელი შიდა გზები უნდა მოეწესრიგებინა. თუმცა, ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა და როგორც მოსახლეობა აცხადებს, არც მათ მიერ აკრებილი თანხის ბედი იციან.

„წვიმიან ამინდში გარეთ ვერ გამოვსულვართ, საშინელი ტალახი დგას ხოლმე და არამხოლოდ ცუდ ამინდებში, ახლაც რა მდგომარეობაა, ხომ ხედავთ. ავკრიბეთ ფული, დაგვპირდნენ, რომ გააკეთებდნენ, მაგრამ  სამუშაოების დაწყებას უშედეგოდ ველოდებით“-აცხადებენ ადგილობრივები.

ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლების პრეტენზიებს უერთდება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

„ქუთაისში მსგავსი პრობლემა ბევრ უბანშია.  უშუალოდ ამ უბანში კი 22 ქუჩაა ამ მდგომარეობაში, სადაც თანხა აკრებილია და სამუშაოები არ ტარდება.   ასეთ გაჭირვებულ უბანში შიდა გზების გასაკეთებლად მოსახლეობამ 4600 ლარი აკრიბა. ეს თანხა ბიუჯეტში შეტანილია. მას შემდეგ გასულია თვეები და ჯერჯერობით გაკეთებული არაფერია“-აღნიშნავს გოგი წულაია. მანვე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დღევანდელი ბრიფინგი დაანონსა, მერიის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქუჩებში სიარული და დაპირებები, რომ შიდა გზების მოსაწესრიგებლად სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივებიც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია