დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო საქმიანობა გრძელდება
2013/08/17 00:24:01

 ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული გზების უმეტესობა მნიშვნელოვნად დაზიანებულია. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა რამდენიმე მონაკვეთის ასფალტირება და ინერტული მასალით შეკეთება, თუმცა, ასფალტირებული  სვერი-ცხრუკვეთის მცირე მონაკვეთზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, თავიდან მოხდება ასფალტის საფარის დაგება.

 ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები შუქრუთი-კორბოულის საავტომობილო გზაზე, რომელიც ჯამში აღემატება 18 კილომეტრს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 ხიდის რეაბილიტაცია, ერთი ახალი ხიდის აგება, წყალგამტარი მილების, საყრდენების, ტროტუარებისა და ავტოპავილიონების მოწყობა.

 საგზაო სამუშაოებს აწარმოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები: ,,კავკასავტომაგისტრალი“ და ,,იბოლია“. პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და 9,5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება 2013 წლის 27 დეკემბრამდე.

 მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამეურნეო წელში კიდევ დაგეგმილია ორი ან სამი მიმართულების გზის ასფალტირება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია