დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 105 %-ით შესრულდა
2013/08/16 14:50:05

,,პოსტკრიპტუმი“ აგრძელებს მუნიციპალიტეტების 2013 წლის პირველი 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების წარდგინებას. ამჯერად გთავაზობთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ამსახველ დოკუმენტს, რომელიც დროულად მოგვაწოდეს  გამგებელმა სულხან მახათაძემ  და საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა გივი კიკნაძემ.

  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფაქტიურმა შემოსულობებმა, 2013 წლის იანვარ-ივნისის თვეში შეადგინა 3337,8 ათ. ლარი, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულდა 105,0 %-ით. გეგმა შეადგენდა  3177,4 ათას ლარს, ნაშთის, 785,2 ათ.ლარის, გამოყენების გარეშე.  აქედან საკუთარი შემოსავლებით შემოსულია 626,1 ათასი ლარი.  გეგმა შეადგენდა 473,3 ათას ლარს,  შესრულებულია 131,1 %-ით. მათ შორის, გადასახადების სახით შემოსულია 72.3 ათ.Lლარი, არასაგადასახადო შემოსავლების სახით – 548,3 ათ ლარი. არასაგადასახადო  შემოსავალის  სახითაა  შემოსული, აგრეთვე, 2010 წელში სახანძრო მანქანის შესაძენად  ი/მ „რაინდი ფირცხალავაზე“ გადარიცხული  თანხიდან გარანტის მიერ დაბრუნებული თანხა  5,5 ათ. ლარი (რომელიც ასახულია ბალანსში და არ არის შესული შემოსავლების ჯამში),  რომლის ჩათვლით არასაგადასახადო შემოსავალი  შეადგენს  553,8 ათ. ლარს.

  უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ,  მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადახდის განსაზღვრული  სავადო პერიოდის  შესაბამისად არ მოხდა  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ქონების გადასახადის გადახდა (ჩაირიცხა ივლისის თვის დასაწყისში). რის შედეგადაც  6 თვეში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 62.4%-ით,  არასაგადასახადო შემოსავლების  გეგმა შესრულებულია 155,0 %-ით.  (გეგმა 357,4 ათ. ლარი, ფაქტი 553.8 ათ. ლარი)  მათ შორის პროცენტები დარიცხული  საბიუჯეტო სახსრების ყოველდღიურ ნაშთზე  მომსახურე საბანკო დაწესებულებაში, შემოსულია 182,3 ათ. ლარი, გეგმა შესრულებულია 214,5,%.  (გეგმა  85,0 ათ. ლარი), ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი ჩაირიცხა ბიუჯეტში 213,9ათ.ლარი გეგმის (179,3 ათ. ლარის) 119,3%, მათ შორისწიაღით    სარგებლობის მოსაკრებელი ჩაირიცხა 166,4  ათ ლარი, (გეგმა 151,0 ათ .ლარი), ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 26,0 ათ. ლარი,  (გეგმა 15,0 ათ. ლარი), წყლის რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 21,3 ათ. ლარი, (გეგმა 12,8 ათ. ლარი). გადამფრენი ფრინველების ამოღებიდან 0,2 ათ. ლარი (გეგმა 0,5 ათ. ლარი). შენობა–ნაგებობების იჯარა შემოსულია 8,6 ათ. ლარი, (გეგმა7,0 ათ. ლარი) შესრულებულია 122,9%-ით. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი 47,4 ათ. ლარი, (გეგმა 40,8 ათ. ლარი), შესრულებულია116,2%-ით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 36,0 ათ. ლარი (გეგმა 18,0 ათ. ლარი)

შესრულებულია 200%-ით.  მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის  0,2 ათ. ლარი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი 1,5 ათ. ლარი,  (გეგმით იანვარ-ივნისში გათვალისწინებული არ ყოფილა).  სანქციებიდან და ჯარიმებიდან შემოსავალმა შეადგინა  50,0 ათ. ლარი, ( გეგმა 27,3 ათ. ლარი), შესრულებულია 183,2 % -ით. აქედან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შემოსულია  26,5 ათ. ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის) 23,5 ათ ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული  შემოსავალი (ჰიბრიდული სიმინდის ღირებულების  ნაშთი)  მიღებულია  8,4 ათასი ლარი.

 არაფინანსური აქტივების კლებით ბიუჯეტში შემოსულია 7,5 ათ. ლარი, აქედან მიწის გაყიდვიდან 5,2 ათ. ლარი, ძირითადი აქტივების გაყიდვიდან  2,3 ათ. ლარი . (არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან შემოსავალი  2013 წელში გეგმით გათვალისწინებული არ არის)

 ცენტრალური ბიუჯეტიდან იანვარ-ივნისის თვეში ჩამოირიცხა გათანაბრებითი ტრანსფერი  2589 ათასი ლარი, ტრანსფერი დელეგირებული უფლება მოსილების გასახორციელებლად 115,2 ათასი ლარი. შესაბამისად გეგმური თანხის 100%.

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე   2013 წლის პირველი იანვრისათვის საბიუჯეტო სახსრების ფულადი ნაშთი შეადგენდა 2776260,95 ლარს, აქედან ცენტრალური ბიუჯეტიდან განსახორციელებელ პროექტებზე დარჩა 1779025,91 ლარი, მათ შორის:  საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის #175 განკარგულებით სს `ჭიათურმანგანუმის~ მიერ მოსახლეობაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხიდან  1837 ლარი, რეგრესის პენსიონერებზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივლისის #372 განკარგულებით გასაცემი თანხიდან 6510 ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის #972 განკარგულებით მიწისძვრით დაზარალებულთა  დახმარებაზე 50850 ლარი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13  იანვრის #40 დადგენილებით  სახანძრო ავტომანქანის შესაძენად 19448 ლარი,  2010 წლის 13 იანვრის #41 განკარგულებით სოფლად განხორციელებულ პროექტებზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავე პირებიდან ამოღებული თანხიდან 4430 ლარი, საქართველოს მთავრობის 2011 წლის პირველი აპრილის #735 განკარგულებით ქვათაცვენის სამუშაოებზე 2835 ლარი,  საქართველოს მთავრობის  2012 წლის 27 ივლისის #1453 განკარგულებით გზების მშენებლობაზე 15424,51 ლარი,  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის #162 განკარგულებით სოფლად განსახორციელებელ პროგრამებზე 55931,96 ლარი,საქართველოს პრემიერმინისტრის 2012 წლის 30 ივლისის #1162 განკარგულებით  სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური დახმარებისთვის  გამოყოფილი თანხიდან 1593928,27 ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის #972 განკარგულებით საყრდენი კედლის  მშენებლობაზე 6366 ლარი,  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის #1380 განკარგულებით გამოყოფილი წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 13079,17 ლარი.  მოსახლეობის მიერ გადახდილი ჰიბრიდული სიმინდის თესლის ღირებულება 8386 ლარი, საკუთარი სახსრებიდან ნაშთმა შეადგინა 997235,04 ლარი.

 2013 წლის იანვარ - ივნისის   თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკასო ხარჯები შეადგენს 3865,8 ათ. ლარს.  ათვისებულია  6  თვის გეგმის  3962,6 ათასი ლარის  97,6%.   აქედან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს დაფინანსებას მოხმარდა 288,4  ათ. ლარი. დაფინანსდა  99,2%-ით (გეგმა 290,8 ათასი ლარი), მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მისი სამსახურების დასაფინანსებლად მიმართული იქნა 874,3 ათ. ლარი, დაფინანსდა 91,7%-ით,                   ( გეგმა  876,8 ათასი ლარი),  გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 2013 წლის  იანვარ-ივნისის  თვეში თანხა არ გამოყოფილა. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხარჯებმა შეადგინა 42,7 ათ.ლარი, დაფინანსდა  91,0%-ით, ( გეგმა 46,9 ათასი ლარი) , სახანძრო სამსახურის შენახვას მოხმარდა 128,1 ათ. ლარი, დაფინანსდა 95,2 %-ით ( გეგმა 134,5 ათასი ლარი). გასული წლების ვალების დაფარვიდან გაიცა 0,4 ათ. ლარი (სტიქიური  უბედურებით დაზარალებულის დახმარება).

 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვაზე 6 თვეში გაიხარჯა 86,6 ათასი ლარი, დაფინანსდა 94,7%-ით (გეგმა 91,4 ათ. ლარი), აქედან  საბაგირო გზების სუბსიდირებას მოხმარდა 76,0 ათასი ლარი,  ხიდებისა და მოაჯირების შეკეთებას 10,6 ათასი ლარი .

 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაციაზე გაიხარჯა 594,2 ათასი ლარი, 613,7 ათასი ლარის ნაცვლად,  დაფინანსდა 96,8 %-ით.   აქედან  ჭიათურის მუნიციპალიტეტის   გარემოს დაცვის ხარჯებმა 2013 წლის იანვარ - ივნისის თვეში შეადგინა 352,8 ათ. ლარი. აღნიშნული ხარჯი გადარიცხული იქნა ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვის ცენტრის ანგარიშზე სუბსიდიის სახით.  დაფინანსდა 96,8 %-ით ( გეგმა 364,4 ათასი ლქარი), სანიაღვრე არხების აღდგენით  სამუშაოებისთვის გახარჯული იქნა 25,2 ათ. ლარი, (გეგმა 26,0 ათასი ლარი), საყრდენი კედლის აღდგენას მოხმარდა 57,2 ათასი ლარი, (გეგმა 57,3 ათასი ლარი), აქედან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის #972 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან გაიხარჯა 6,2 ათასი ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  51,0 ათასი ლარი. ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამიდან ლიფტების აღდგენაზე გაიხარჯა 70,0 ათასი ლარი (გეგმა 71,0 ათ. ლარი) და სახურავების შძენაზე  67,1 ათასი ლარი  (გეგმა 67,6 ათ. ლარი), ქვათაცვენის სამუშაოებზე 2011 წლის პირველი აპრილის #375 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან დარჩენილი 2,8 ათასი ლარი არ ათვისებულა,  გარე განათების აღდგენა მოვლა პატრონობაზე დაიხარჯა 21,9  ათასი ლარი (გეგმა 24,6 ათ. ლარი).  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებებს  მოხმარდა 21,6 ათასი ლარი, ( გეგმა 22,8 ათასი ლარი). დაფინანსდა 94,7%-ით, აქედან ქალაქის ტერიტორიაზე სკვერების მოსაწყობად გაიხარჯა 14,6 ათასი ლარი, სკვერისათვის დეკორატიული საათის შეძენაზე 7,0 ათასი ლარი.                                                                                                                                                  სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან (საქართველოს მთავრობის  2010 წლის 13 იანვრის   #41 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან) 5 თვეში უნდა გახარჯულიყო გეგმით 4,5 ათ. ლარი, გაიხარჯა 2,5 ათასი ლარი, შეძენილი იქნა სოფელ ხრეითისთვის ტრაქტორის დანა.   

 განათლების დაწესებულებები (გაერთიანებული საბავშვო ბაღი)  დაფინანსდა 520,4 ათასი ლარით, ანუ დაფინანსდა 99,5 %-ით. (გეგმა 523,1 ათასი ლარი). სპორტული ობიექტების დაფინანსებაზე გახარჯული იქნა 473,1 ათასი ლარი, დაფინანსდა  95,8 %-ით, (  გეგმა 493,8 ათ. ლარი), კულტურის ობიექტებზე გაიხარჯა  6 თვეში  601,6 ათასი ლარი,  დაფინანსდა 96,9%-ით  (გეგმა 620,9 ათ. ლარი). ახალგაზრდული პროგრამით გათვალისწინებულ  ღონისძიებებს მოხმარდა 10,4 ათ. ლარი, გეგმა   შეადგენდა 10,5 ათ.ლარს.   რელიგიის ღონისძიებების დასაფინანსებლად მიმართული იქნა გეგმური თანხა 25,0 ათასი ლარი,

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მოხმარდა 48,0 ათ. ლარი, დაფინანსდა 96,0 %-ით, (გეგმა 50,0 ათასი ლარი),  სოციალურ პროგრამებზე  გაიხარჯა  148,3 ათასი  ლარი, დაფინანსდა 95,5 %-ით (გეგმა 155,3 ათასი ლარი),  აქედან ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოც. დაცვაზე მიმართული იქნა 74,6 ათ. ლარი,   ხანდაზმულთა სოცდაცვაზე 0,4 ათ. ლარი, ომის ვეტერანთა დაკრძალვაზე 0,8 ათ. ლარი  უფასო სასადილოს დაფინანსებას მოხმარდა 31,5 ათ. ლარი, ოჯახებისა და ბავშვების დახმარებაზე მიმართული იქნა 24,2 ათ. ლარი, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 10,1 ათასი ლარი, აქედან  6,0 ათასი ლარი გაიხარჯა ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის #972 განკარგულებით ჩამორიცხული თანხიდან, 4,1 ათასი ლარი  

 ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებზე  4,2  ათ. ლარი, 9 მაისის ღონისძიებაზე 2,0 ათ. ლარი, ე.წ. რეგრესის პენსიის ასანაზღაურებული ნაშთიდან გაიცა 0,5 ათასი ლარი. (ბიუჯეტის ხარჯები  ეკონომიკური  კლასიფიკაციის კოდების მიხედვით და სუბსიდირებაზე მყოფი  ორგანიზაციების მიხედვით თან ერთვის დანართი#3 #4) .

 2013 წლის პირველი ივლისისთვის საბიუჯეტო სახსრების ფულადი ნაშთი შეადგენდა 2239,8 ათ. ლარს, აქედან ცენტრალური ბიუჯეტიდან გასახორციელებელ პროექტებზე  1760,9 ათ. ლარი, საკუთარი სახსრებიდან 478,9 ათ. ლარი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია