დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ ხელმოწერებს ქუთაისშიც აგროვებენ
2013/08/16 14:39:16

„არა ერთსქესიან ქორწინებას’–ამ დევიზით საქართელოს სხვა ქალაქების შემდეგ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“  ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ხელმოწერების შეგროვება დღეს ქუთაისშიც დაიწყეს.

მოძრაობის ხელმძღვანელის გიიორგი თარგამაძის განცხადებით:საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება კანონით აიკრძალოს.

„საზოგადოების ცალკეული ჯგუფების წარმომადგენლების შენიშვნებით, რომ საქართველოს კონსტიტუციით შესაძლებელია ერთსაქესიანთა ქორწინება დაიშვას,ჩვენც და ჩვენს მომხრეებსაც გვიმყარდება რწმენა, რომ დავიცვათ ეროვნული ღირსებები დაარამარტო ხელმოწერების შეგროვება გავხადოთ ფართო მსაშტაბიანი, არამედ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვაიძულოთ კონსტიტუციაში შეიტანოს ცვილება, რომლის მიხედვითაც ერთსქესიანთა ქორწინება კანონით აიკრძალება. შეიძლება ჩვენი ინიციატივა ამ ჯგუფების დისკრიმინაციად ჩათვალონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერზე მაღლა ეროვნული ღირებულებები უნდა დავაყენოთ და საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ“– განაცხადა ქდმ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია