დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულის 6 თვის შემოსულობების გეგმა 130,4%-ით შესრულდა
2013/08/13 21:16:48

 ამჟამად ბევრს საუბრობენ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ,,პოსტკრიპტუმი“ დაუკავშირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013       წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების  შესახებ,რის გამოც  რედაქცია მადლობას უცხადებს ხარაგაულის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, კერძოდ, ვლადიმერ გელაშვილსა და ნინო მაღლაკელიძეს. psnews.ge  ასევე  აპირებს სხვა მუნიციპალიტეტების ექვსი თვის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მკითხველისათვის.

        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ექვსი თვის  ბიუჯეტმა შემოსულობების ნაწილში შეადგინა  2097.3 ათასი ლარი, ფაქტიურად  მიღებულია 2733.9 ათასი ლარის შემოსულობები, რაც  გასული 2012 წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტიურ შემოსულობებთან შედარებით  408.9 ათასი ლარით ნაკლებია, 2012 წლის ექვს თვეში მიღებულია 3142.8 ათ. ლარის შემოსულობები, გასულ წელთან შედარებით შემოსულობების ნაკლებობა გამოწვეულია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების გამო, ვინაიდან მიმდინარე წლის ექვს თვეში ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ათვისება, თუმცა უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გაფორმებულია ხელშეკრულებები და ეტაპობრივად მოხდება ტრანსფერების მოთხოვნა და დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.    მიმდინარე წლის შემოსულობების გეგმა შესრულებულია 130.4 პროცენტით და გეგმის ზევით მობილიზებულია 636.6 ათასი ლარის შემოსულობები. მათ შორის:

      გადასახადები 2013 წლის ექვსი თვის ბიუჯეტით განისაზღვრა 39.8 ათასი ლარი, ფაქტიურდ კი შემოსულია 253.3  ათასი ლარის გადასახადები, ანუ გეგმიურზე 213.5 ათასი ლარით  და   გასული წლის ექვს თვესთან შედარებით 213.1 ათასი ლარით მეტი. გადასახადების დაგეგმილთან შედარებით ზრდა ძირითადად გამოწვეულია გასული წლის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  გადასახადის  მიმდინარე წელში შემოსვლის გამო.

           საწარმოთა ქონების გადასახადი  დაგეგმილი 16.0 ათასი ლარის ნაცვლად   მიღებულია 33.1 ათასი ლარი,  ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი დაგეგმილი 23.8 ათასი ლარის ნაცვლად მიღებულია 219.8 ათასი ლარი.                                                                                   

     ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები დაგეგმილია და ფაქტიურად მიღებულია 1844.4 ათასი ლარი, მათ შორის  გათანაბრებითი ტრანსფერი 1779.6  ათასი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად  64.8 ათას ლარი, ხოლო ფონდებიდან გამოყოფილი  ტრანსფერი ექვს თვეში არ მოგვითხოვია,  ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნდა საკმარისი  საკუთარი სახსრები აღნიშნული ხარჯის გასაწევად, ამჟამად უკვე მიმდინარეობს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის სამუშაოები და მოხდება თანხების ეტაპობრივი გადარიცხვა. გასული წლის შესაბამის პერიოდში მიღებული გვქონდა 2916.1 ათასი ლარის ტრანსფერი, რაც წლევანდელთან შედარებით 1071.7 ათასი ლარით მეტია, მიზეზი როგორც ზემოთ აღინიშნა არის ფონდებიდან მისაღები ტრანსფერი, რომელსაც მოვითხოვთ და მივიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დასრულდება  შესასრულებელი სამუშაოების გარკვეული ეტაპი.

 სხვა შემოსავლები დაგეგმილი 213.1 ათასი ლარის ნაცვლად  მიღებულია 634.3 ათასი ლარი, გეგმა შესრულებულია 297.7 პროცენტით და გეგმის ზევით მობილიზებულია 84.6  ათასი ლარი,  ამასთან გასული 2012 წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით აღნიშნულ სახეში შემოსულია 4537 ათასი ლარით მეტი, რაც გამოწვეულია ჯარიმების, სანქციების და საურავების დიდი ოდენობით შემოსვლით და სხვა გაუთვალისწინებელი შემოსავლებით, კერძოდ დაგეგმილი არ იყო არც ბანკიდან შემოსული პროცენტები და არც შემოსავალი მიწის იჯარიდან. 

 მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის  დაგეგმილი 10.0 ათასი ლარის ნაცვლად მიღებულია 13.8 ათასი ლარი და გეგმა შესრულებულია 138  პროცენტით, დაგეგმილთან შედარებით შემოსულია 3.8 ათასი ლარით მეტი, ხოლო გასულ წელთან შედარებით 18.6 ათასი ლარით ნაკლები.

ბანკის მიერ პროცენტების სახით  2013  წლის  ექვს თვეში შემოსავალი არ დაგეგმილა და ფაქტიურად მიღებულია 13.5 ათასი ლარის შემოსავალი.

ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახადები დაგეგმილი იყო 3.1 ათასი ლარი და ფაქტიურად მიღებულია 2.6 ათასი ლარი, აქედან ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მიღებულია 2.4 ათასი ლარი და გეგმა შესრულებულია 100 პროცენტით. რაც შეეხება სანებართვო მოსაკრებელს, ექვს თვეში დაგეგმილი 0.7 ათასი ლარიდან მხოლოდ 0.2 ათასი ლარია მიღებული, რაც გამოწვეულია მშენებლობების დროებით შენელებით.

შემოსავლები ჯარიმები, სანქციები და საურავებიდან  დაგეგმილი  იყო 200.0 ათასი ლარი, ფაქტიურად კი მიღებულია 590.4 ათასი ლარი და გეგმის ზევით მობილიზებულია  390.4 ათასი ლარი. აღნიშნულ სახეში გეგმა რამდენჯერმე დაზუსტდა, ამასთან გასული წლის შეაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული სახიდან მიღებულია 455.5  ათასი ლარით მეტი შემოსავალი. 2012 წლის ექვს თვეში  ჯარიმები, სანქციები და საურავები მიღებულია 134.9 ათასი ლარი.

 არაფინანსური აქტივების კლებიდან ექვს თვეში შემოსავალი არ დაგეგმილა, თუმცა მიღებულია 1.9 ათასი ლარი შენობა-ნაგებობების გაყიდვიდან .

გარდა 2013 ექვსი თვის შემოსულობებისა, ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებულია აგრეთვე 2013 წლის პირველ იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთი 232.4 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მთელი საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტი კანონით დადგენილი წესის მიხედვით მიმართულია სხვადსხვა პროექტებისა და ხარჯების დასაფარავად, მათ შორის გასული წლის სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ნაშთი შედგენს 129.6 ათას ლარს.

        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის  2013 წლის ექვსი თვის ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში ორგანიზაციული ბიუჯეტით განისაზღვრა 2329.7 ათასი ლარით, ფაქტიურად კი გაწეულია 2205.5 ათასი ლარის ხარჯი, რაც გასული  წლის გაწეულ ხარჯებზე 1106.3  ათასი ლარით ნაკლებია, გასული წლის ექვს თვეში გაწეული გვაქვს 3311.8 ათასი ლარის ხარჯი, მიმდინარე წლის ექვს თვეში ხარჯები დაფინანსებულია 94.7 პროცენტით. აუთვისებელი დარჩა 124.2  ათასი ლარი, ხარჯების აუთვისებლობა ძირითადად გამოწვეულია გასული წლის აუთვისებელ პროექტებზე დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების დაუსრულებლობით.

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯები დაგეგმილი  794.2 ათასი ლარიდან გაწეულია 786.9 ათასი ლარი და დაფინანსებულია 99.1 პროცენტით.

აქედან: მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შესანახი ხარჯები დაგეგმილი 195.3 ათასი ლარიდან დაფინანსდა 188.5 ათასი ლარით, 96.5  პროცენტით;

მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები 598.9 ათასი ლარიდან დაფინანსდა 598.4 ათასი ლარით, ანუ 99.9 პროცენტით.

მიმდინარე წლის ექვს თვეში მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყენებულია 21.0 ათასი ლარი, საიდანაც 10.4 ათასი ლარი მიმართულია სოციალური დაცვის ხარჯებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 285 ოჯახისათვის სააღდგომოდ სურსათით დახმარებისა და სატრანსპორტო ხარჯების გასაწევად და 10.6 ათასი ლარი მიმართულია სტიქიით დაზიანებული ხიდებისა და ხიდბოგირების აღსადგენ ხარჯებში.

თავდაცვის ხარჯები დაგეგმილი 39.0 ათასი ლარიდან  გაწეულია 35.7 ათასი ლარი და დაფინანსებულია 91.5 პროცენტით.

 საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხარჯები დაგეგმილი 122.1  ათასი ლარიდან  გაწეულია 121.5 ათასი ლარი,  დაფინანსებულია 99.5 პროცენტი,

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის ხარჯებისათვის 2013 წლის  ექვსი თვის ბიუჯეტით გამოყოფილი 289.6 ათასი ლარიდან ფაქტიურად ათვისებული იქნა 222.4 ათასი ლარი, ე.ი. 76.8  პროცენტი. აქედან  გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები შეადგენს 66.3 ათას ლარს, ფაქტიურად კი ათვისებულია 46.2 ათასი ლარი. გასული 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯები შემცირებულია 531.1 ათასი ლარით, გასული წლის ექვს თვეში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე გაწეულია 753.5 ათასი ლარი. მ. შ. 

ა) საგზაო ინფრასტრუქტურის  მშენებლობის, რეაბილიტაციისა  და მოვლა-შენახვის ხარჯებში დაგეგმილი 89.8 ათასი ლარიდან დახარჯულია 51.0 ათასი ლარი, მათ შორის სახელმწიფო ფონდების სახსრებიდან 36.5 ათასი ლარი და 14.5 ათასი ლარი საკუთარი სახსრების ხარჯზე. აქედან:

- გზების რეკონსტრუქციაზე დახარჯულია 43.4 ათასი ლარი;

    - ხიდებისა და ბოგირების მშენებლობაზე და რეკონსტრუქციაზე  7.6 ათასი

ლარი,

ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-ექსპლუატაციაზე დაგეგმილი 127.2 ათასი ლარიდან ათვისებულია 117.2 ათასი ლარი, მათ შორის დასუფთავების ღონისძიებების დასუფთავებაზე დახარჯულია 67.8 ათასი ლარი, გარე განათების ექსპლუატაციაზე 49.2 ათასი ლარი, მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციაზე 0.2 ათასი ლარი, აუთვისებელი დარჩა სანიაღვრე არხების მოწყობის ხარჯებში 10.0 ათასი ლარი.

გ) კეთილმოწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გეგმით და ფაქტიურად დახარჯულია 38.6 ათასი ლარი და მთლიანად მიმართულია პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებში.

დ) სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებაზე ექვს თვეში დაგეგმილი 34.0 ათასი ლარიდან დახარჯულია 15.6 ათასი ლარი, აქედან 9.7 ათასი ლარი სახელმწიფო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და 5.9 ათასი ლარი საკუთარი შემოსულობებით.

   განათლების ხარჯებში დახარჯულია 299.0 ათასი ლარი, მ.შ.

სკოლამდელ დაწესებულებებზე 223.7 ათასი ლარი;

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის სუბსიდირება 34.8 ათასი ლარი;

    მოსწავლე-ახალგაზრდობის  სახლის სუბსიდირება 40.5 ათასი ლარი

 ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებში დაგეგმილი 30.4 ათასი ლარიდან  და დახარჯულია 29.3 ათასი ლარი.

 დასვენება, კულტურა და რელიგიის ხარჯები დაგეგმილი 609.1 ათასი ლარიდან  დახარჯულია 566.2 ათასი ლარი, აქედან:

-              ფიზკულტურის ღონისძიებაზე დახარჯულია 1.4 ათ. ლარი; სპორტსკოლის სუბსიდირებაზე დახარჯულია 60.0 ათასი ლარი, საფეხბურთო  გუნდ `ჩხერიმელას~ დაფინანსებაზე 45.0 ათასი ლარი;  სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებას (ელმომარაგება, გზმომარაგება)  მიმდინარე წლის განვლილ ექვს თვეში მოხმარდა 21.2  ათასი ლარი, ახლადშექმნილი შიდა ტურიზმის ცენტრის დაფინანსებას მოხმარდა 3.8 ათასი ლარი. სპორტული მოედნების მოწყობას მოხმარდა 50.6 ათასი ლარი.

სამუსიკო სკოლაზე დახარჯულია  59.1 ათასი ლარი, კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე  71.9 ათასი ლარი, კინოთეატრის რეაბილიტაციაზე 33.2 ათასი ლარი,  ცენტრალური ბიბლიოთეკაზე 57.5 ათასი ლარი, ისტორიულ მუზეუმზე  30.8 ათასი ლარი, ახლადდაარსებული ლიტერატურული თეატრის სუბსიდირებაზე 7.9 ათასი ლარი,  ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდირებაზე კი დახარჯულია 16.6 ათასი ლარი;

    ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა დაფინანსდა 13.3 ათასი ლარით და მოხმარდა გაზეთ `ახალი ხარაგაულის~ სუბსიდირებას.

 რელიგიის დაფინანსებაზე მიიმართა 92.0 ათასი ლარი, აქედან 45.0 ათასი ლარი მიიმართა დაბის საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე, ხოლო 47.0  ათასი ლარი მოხმარდა  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ტაძრების სუბსიდირებას.

სოციალური დაცვის პროგრამები 2013  წლის ექვსი თვის ბიუჯეტით განისაზღვრა 146.3 ათასი ლარით და ფაქტიურად დაიხარჯა 144.5 ათასი ლარი, ე. ი. დაფინანსდა 98.8 პროცენტით, აქედან:

 სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობასა და დახმარებაზე დაიხარჯა 114.1 ათასი ლარი,

 ლტოლვილთა და  ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯებში 1.2 ათასი ლარი;

 უფასო სასადილოს დასაფინანსებლად 29.2 ათასი ლარი.;

 რაც შეეხება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამას მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს მომავალში მოხდება ეტაპობრვი დაფინანსება.

       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლის ექვს თვეში გაწეული 2205.5 ათასი ლარიდან შრომის ანზღაურებაზე დახარჯულია 652.6 ათასი ლარი, შტატგარეშე   მომუშავეთა ანაზღაურებაზე 83.9 ათასი ლარი, მივლინებების ხარჯების ასანაზღაურებლად 7.4 ათასი ლარი, ოფისის ხარჯებისათვის 67.0 ათასი ლარი, წარმომადგენლობით ხარჯებზე 6.2 ათასი ლარი, რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შესაძენად 4.8 ათასი ლარი, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციაზე  და მოვლა-შენახვაზე გაწეულია 32.3 ათასი ლარი,   სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 75.6 ათასი ლარი, სუბსიდირებაზე მიმართულია  894.2 ათასი ლარი, სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურებაზე 173.8 ათასი ლარი, სოციალურ დახმარებაზე 2.2 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდაზე მიმართულია 193.5 ათასი ლარი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია