დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაღაროელების გარდაცვალება ,,ამერიქენ ელოიზის“ უპასუხისმგებლობის გამო მოხდა?
2013/08/13 22:40:53

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მაღაროში ორი მაღაროელი, როლანდ ნოზაძე, „მაღარმშენის“ ცვლის უფროსი და იუზა სამხარაძე, დაიღუპნენ. აღნიშნული  მაღაროს მეორე უბნის გვირაბგამყვანი გარდაცვალების მიზეზი წყალვარდნა გახდა. მცირე ნაკადული ინტენსიური წვიმის გამო ადიდდა და მაღაროში წყლის დიდი მასა შეიჭრა.

 შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, საგამოძიებო, სამაშველო და სამედიცინო სამსახურების წარმომადგენლები.

 პროფკავშირული ორგანიზაციები ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სათანადო გეოლოგიური კვლევების გარეშე ჩატარებული აფეთქების გამო მოხდა ეს ტრაგედია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია