დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით ბაქრაძე ხელისუფლებისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ითხოვს
2013/08/12 19:09:01

საპარლამენტო  უმცირესობის ლიდერი დღეს ხონში, სოფელ ივანდიდში, ადგილობრივი მკვიდრის თენგიზ ქელბაქიანის ოჯახში იმყოფებოდა. ბაქრაძემ ადგილობრივებთან “ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებსა და წარმატებებზე, ასევე, ახალი მთავრობის მმართველობის დროს შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„დიახ, ჩვენ გვქონდა შეცდომები, რის გამოც წავაგეთ არჩევნები და რამდენიმე პროექტი დაგვრჩა დაუსრულებელი“-აღნიშნა ბაქრაძემ. მისივე განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი ახალი ხელისუფლების ლანძღვა არაა.  მიუხედავად ამისა,  ბაქრაძემ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა.

„სად არის დაპირებული საწარმოები? ამ ათი თვის განმავლობაში არაფერი  გახსნილა, არც ერთი ახალი სოფლის გაზიფიცირება არ მომხდარა, არცერთი ახალი გზა არ გაკეთებულა.  ჩემი მიზანი ვინმეს ლანძღვა არაა,  დამანახონ რაიმე გაკეთებული და ხელისუფლებას  კამერების წინ, საჯაროდ  გადავუხდი მადლობას“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა. ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ჯერ დაპირებები შეასრულოს და წასვლაზე მერე იფიქროს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტებს ადგილი არ ექნება.

დღესვე ბაქრაძე წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკშიც ჩავიდა და ადგილობრივ ამომრჩევლებს სოფლის პრობლემებზე ესაუბრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია