დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზემო იმერეთში შეიძლება, ჩაის წარმოება თურქებმა დაიწყონ
2013/08/11 21:40:56

სსრკ-ში ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ტყიბული და ჭიათურა აწარმოებდა. უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ამ რეგიონში, ფაქტობრივად, ჩაის წარმოება ჩამკვდარია. ბოლო პერიოდში განხორციელებული აგროპოლიტიკის გამო სოფლის მეურნეობას გაცოცხლება დაეტყო და უცხოელებიც დაინტერესდნენ ქართული აგროსექტორით.

 ახლახან ჭიათურას ეწვივნენ თურქეთის მოქალაქეები მამედ და მანანა გულერები, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციები გამართეს. მათ მიიღეს ინფორმაცია ჩაის ფართობების რაოდენობისა და ხარისხის შესახებ. მათ ,,პოსტკრიპტუმთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოს კანონმდებლობასა და აგროპოლიტიკას გაეცნობიან, შემდეგ შეიძლება ჩამოიტანონ მინისაამქრო, რომელსაც შეეძლება მთლიანად ჭიათურის ჩაის ნედლეულის გადამუშავება. ჯერ ეს ყველაფერი იდეის დონეზე განიხილება, თუმცა პერსპექტივა ნამდვილად არსებობს.

 გულერები გამგეობის წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატს, მალხაზ წერეთელს, შეხვდნენ. პოზიტიური და საიმედო პროგნოზები გააკეთეს მაჟორიტარმა, გამგებლის მოადგილეებმა, თეიმურაზ ჭუმბურიძემ და ვალერი კაპანაძემ. გულერები ფიქრობენ, რომ მომდევნო წლის იანვრიდან აქტიურად დაიწყებენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ხოლო ჩაის პლანტაციების მიხედვას მარტ-აპრილიდან.

 გულერებს თურქეთის ქალაქ ხოფაში საკუთარი ჩაის წარმოება აქვთ და ფიქრობენ, რომ საქართველოშიც შეძლებენ ამ ტიპის ბიზნესის ჩამოყალიბებას. ისინი თვლიან, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ქართული ჩაის ბრენდის შექმნის, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ ბაზარზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია