დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები უკვე ცნობილია
2013/08/09 23:00:01

ქუთაისის  საკრებულომ  მერიაში გამოცხადებულ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ვაკანსიების შესაბამისად განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრა. კერძოდ, ვიცე–მერობის მსურველებისთვის უმთავრესი მოთხოვნა  მაგისტრის წოდება და 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებაა. სამსახურების უფროსების,  მისი მოადგილეებისა და განყოფილების უფროსებისთვის კი სავალდებულო მოთხოვნა  საბაკალავრო განათლება და 2 წლიანი სამუშაო სტაჟია.

გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეებს თანაბრად მოეთხოვებათ   მინიმუმ საშუალო განათლება, საქართველოს მოქალაქეობა და ქართული ენის ცოდნა.

განსახვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა განისაზღვრა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის შტატზე. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია უცხო ენების ცოდნა.

როგორც მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ამბობენ, საკვალიფიკაციო მოთხოვნები არსებულ  სტანდარტებს სრულად  შეესაბამება.

"არც ძალაინ მკაცრია და არც ძალიან გამარტივებული. სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ეს ის მოთხოვნებია, რომლის გარეშეც აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობა შეუძლებელია", –ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო თვალთვაძე, რომელიც ასევე ექვემდებარება კონკურსის წესით შერჩევას.

52 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს მერია ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაცხადებს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. კონკურსს გაივლიან  მერიის სამსახურების უფროსობის, მათი მოადგილეების, განყოფილების უფროსობისა და ვიცე–მერობის მსურველები.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია