დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრის გარდაცვალების საეჭვო გარემოება ქუთაისის ციხეში
2013/08/08 14:40:23

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი თვის წინ გარდაცვლილი პატიმრის, კობა აფხაიძის, ოჯახის წევრები პატიმრის გარადცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან და მსჯავრდებულის გარდაცვალების სხვა  გარემოებებზე საუბრობენ. მათი თქმი, ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ აფხაიძეს თავი არ მოუკლავს.

 გარდაცვლილი პატიმრის სამედიცინო კვლევის შედეგების მიხედვით კი, აფხაიძეს გარდაცვალებამდე სახისა და კისრის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული, რაც ეწინააღმდეგება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას,  მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აფხაიძემ ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.  გარდაცვლილის ნათესავები  მომხდარზე ძიების ჩატარებას და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, ვინც გარდაცვლილი სასიკვდილოდ  სცემა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენიება მოაწყო.

39 წლის კობა  აფხაიძე ორი თვის წინ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. აფხაიძის სასამართლო პროცესი 3 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა 1 მაისს, ოფიციალური ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია