დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ცენტრალური ქუჩა 5 წუთიანი ძლიერი წვიმის შემდეგ
2013/08/08 14:30:42

დღეს მოსული წლიერი წვიმის შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე გამვლელთა გადაადგილება შეუძლებელი გახდა.  5 წუთიანი წვიმის შედეგად მთლიანად დაიტბორა ქალაქის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩა.  ქუჩის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის მარჯვენა მხარეს წყალი ბორდიურებამდე აღწევს. ჭავჭავაძის გამზირზე წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ღვარსადენების გამო,  მსგავსი ვითარება ქუჩაზე ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ იქმნება.  

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ მათთვის პრობლემის შესახებ ცნობილია, მაგრამ ღვარსადენების მოწესრიგება მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.

"ქუჩის ზოგიერთ ნაწილში საერთოდ არ არის ღვარსადენი. იქ კი სადაც არის, ძველი და ამორტიზებულია. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ეს თანხები გაწერილი არ არის და შესაბამისად, ამ წელს პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, თუმცა მომავალ წელს შეიძლება მოხდეს თანხების გათვალისიწინება, მაგრამ ეს არის კომპლექსური საკითხი და ერთობლივი განხილვის შემდეგად უნდა გადაწყდეს", –ამბობს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ზამბახიძე.

ჭავჭავაძის გამზირზე  გზის საფარის შეკეთება სამი წლის წინ განხორციელდა, თუმცა მაშინ ღვრასადენების მოწესრიგება არ მომხდარა, რაც იმთავითვე შეცდომა იყო. იქედან გამომდინარე რომ,  ღვარსადენების გასაკეთებლად გზის საფარის რამდენიმე ადგილზე გაჭრაა საჭირო,  კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ  გზის საექსპლოატაციო ვადის გასვლამდე ღვარსადენების მოწესრიგება სავარაუდოდ ვერ მოხერხდება.

"ჭავჭავაძეზე ყველაზე კარგ მდგომარეობაშია გზის საფარი და  იქ ღვარსადენების მოსაწესრიგებლად 20–მდე ადგილზე მაინც უნდა გავჭრათ გზა. ვნახოთ, შევისწავლით საკითხს ღირს თუ არა ღვარსადენების გამო გზის საფარის გაფუჭება და მერე გადავწყვეტთ", –ამბობს სამსახურის უფროსი.

ჭავჭავაძის გამზირზე სამი წლის წინ შეკეთებული გზის საექსპლუატაციო ვადა ორ წელიწადში გადის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია