დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში პირველ ეტაპზე კონკურსი 52 ვაკანსიაზე გამოცხადდება
2013/08/06 15:22:07

ქუთაისის მერიაში კონკურსის გამოცხადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა,   როგორც მერიის ადმინისტრაციაში ამბობენ, ვაკანსიების ნუსხა და საკვალიფიკაციო მონაცემების ჩამონათვალი უკვე მომზადებულია. კონკურსის გამოცხადების ზუსტ თარიღს   კი საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისია გამოაცხადებს. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე კონკურსი 52 ვაკანსიაზე გამოცხადდება. კონკურს გაივლიან სამსახურის უფროსები, მათი მოადგილეები და ქალაქის ოთხივე ვიცე–მერი.

"კონკურის გამოცხადებისთვის ყველა საჭირო პროცედურა რაც ჩვენს კომპეტენციაში შედიოდა, დასრულებულია. მხოლოდ ქალაქის მერის ხელმოწერაა საჭირო და მზად გვექნება   ვაკანსიებისა და საკვალიფიკაციო მონაცემების ჩამონათვალი. პარალელურად ვმუშაობთ კონკურსის მეორე ეტაპზეც, რომელიც გულისხმობს მერიის ყველა თანამშრომლის ატესტაციას და შემდეგ  კონკურსის გამოცხადებას. ნებისმიერს, ვინც თვლის, რომ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, შეეძლება მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. აქვე მინდა ვთქვა, რომ  აუცილებლად მკაცრად და მკაფიოდ იქნება  გაწერილი სამუშაო აღწერილობა თითოეულ ვაკანსიაზე", –ამბობს მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირინა სახელაშვილი.

ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ კონკურსის ორივე ეტაპი პარალელურ რეჟიმში გამოცხადდეს და მერიის მაღალჩინოსანთა პარალელურად  კონკურსი მერიის სამსახურების სხვა თანამშრომლებმაც გაიარონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია