დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტს 6 მილიონის სეკვესტრი ემუქრება
2013/08/05 17:57:20

ქუთაისის  ბიუჯეტმა შესაძლოა სეკვესტრი განიცადოს. 6 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით,   ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შესრულების ნაწილში დეფიციტს   განიცდის, რის გამოც შესაძლოა, წლის ბოლოს გეგმასა და შემოსავლებს შორის სხვაობამ 6 მილიონი ლარი შეადგინოს, რაც ბიუჯეტის სეკვესტრს ნიშნავს. სეკვესტრის შემთხვევაში  კი, მიმდინარე   წლის ქუთაისის ბიუჯეტში გაწერილი პროექტების ნაწილი ვერ შესრულდება.

"უკვე გვაქვს 6 თვის მონიტორინგის შედეგები.  არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც 5  სამსახურში  მონიტორინგი ჩავატარეთ. იგივე პრობლემებია, რაც  5 თვის თავზე იყო.  სრული გამყინვარების პერიოდი გვაქვს. გეგმის მხოლოდ 38% –ია შესრულებული. თუ ასე გაგრძელდება, სეკვესტრი გარდაუვალია", – ამბობს ქუთაისის მერიის საფინანსო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი. 

ბიუჯეტის 6 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით იგივე ნიშნულზე (9.5%)  რჩება არაფინანსური აქტივები, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტის  ყველაზე სუსტი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იგეგმებოდა ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გასხვისება, რაც ბიუჯეტში დაახლოებით 4 მილიონი ლარის მობილიზებას მოახდენდა, ირკვევა, რომ არათუ მიწებზე, არამედ შენობა–ნაგებობზეც არ არის გამოცხადებული ტენდერი.

თუ მიწების შემთხვევაში, გეგმის შეუსრულებლობის მიზეზად მიწის მაღალი ნორმატიული ფასი დასახელდა, შენობა–ნაგებობების გასხვისებისთვის მხოლოდ გასაყიდ ობიექტთა საპრივატიზაციოდ მომზადება და მათზე აუქციონის გამოცხადება იყო საჭირო.

გარდა არაფინანსური აქტივებისა, კვლავ პრობლემურ სფეროებად რჩება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის, ქონებისა   და დასუფთავების გადასახადის შემოსულობები.

ქუთაისის ბიუჯეტის 6 თვის მონიტორინგის შედეგებს ხვალ საფინანსო–სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის 2013 წლის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა სეკვესტრი განიცადა, შესაძლოა "პრობლემური"  სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როგორც კომისიაში ამბობენ, ხვალინდელი სხდომა ყველა სამსახურის უფროსისთვის, ვისაც შესრულების ნაწილში პრობლემები აქვს, ერთგვარი გამაფრთხილებელი შეხვედრა იქნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია