დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში
2013/08/05 17:35:26

დღეს ქუთაისის ბალანჩივაძეების  სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ორგანიზებით თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო აკრძალვების ასამოქმედებლად  ხელმოწერების საჯარო შეგროვება მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, 2003 წლიდან კანონმდებლობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუმცა,  ორგანიზაციები ამ  დრომდე იგნორირებას უკეთებენ კანონს.

"თამბაქოს  კონტროლის კანონმდებლობის შესრულების კუთხით საქართველოში ძალიან რთული ვითარებაა. საზოგადოების მოთხოვნაა,  რაც შეიძლება მალე მოხდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და ტრანსპორტის გათავისუფლება თამბაქოს კვამლისგან. ასევე თამბაქოს რეკლამის სრული აკრძალვა. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კაფეებში, ბარებში, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში აიკრძალოს თამბაქოს მოწევა. ჩვენ დავიწყეთ ონლაინ რეჟიმში ხელმოწერების შეგროვება.  87% არის   მომხრე თამბაქოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრალვისა.  უკვე გვაქვს 20 ათასი ხელმოწერა და ვგეგმავთ შევაგროვოთ 50 ათასი ხელმოწერა, რაც საკანონმდებლო ინიციატივისთვის არის საჭირო. დღეს საჯარო ხელმოწერა მიმდინარეობს ქუთაისშიც", –განაცხადა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

პროექტის განხორციელება თბილისიდან დაიწყო. ქუთაისი კი მეორე ქალაქია, სადაც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აკრძალვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.  პროექტი აჭარაში, გურიასა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც  გაგრძელდება.  პროექტის დასასრულს მომზადდება  საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გაამკაცრებს სანქციებს იმ ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დკავაშირებით არსებულ კანონებს დაარღვევს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია