დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ მწვანე საფარის მოვლისთვის მოიცალა
2013/08/01 15:49:03

ბოლო დროს ქუთაისის დასუფთავების საკითხი იმდენად აქტუალური გახდა, რომ თემა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზეც გავიდა და საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა  ქალაქის დასუთავებაში არსებულ პრობლემებზე მერიის ახალ ხელმძღვანელობას შენიშვნები მისცეს.

დღეიდან კი მერიის შესაბამისმა სამსახურმა ქუთაისში გაზონების გაკრეჭვა და სკვერების მოწესრიგება აქტიურად  დაიწყო, თუმცა მიმდინარე სამუშაოების დაწყებას „ნაციონალი“  გია გოქაძის შენიშვნას არ უკავშირებს ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე და აღნიშნავს, რომ მერიამ  ამ საკითხზე რეაგირება ერთი თვის წინ მოახდინა, როდესაც ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ „ფაუნა 2007“-მა მასზე დაკისრებული მოვალეობები არ შეასრულა. რის გამოც საკრებულოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ კომპანიას მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყდა.

ერთი თვის განმავლობაში კი  ქალაქში მწვანე საფარის გაკრეჭვას და სკვერების მოვლას მერიის მიერ შერჩეული კომპანია შპს „ქალაქსერვისი“ უზრუნველყოფს.

მოგვიანებით კვლავ გამოცხადდება ტენდერი და გამოვლინდება ის ფირმა, რომელიც დასუფთავების სამუშაოებს სხვებთან შედარებით იაფად აწარმოებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია