დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ემიგრანტი ბავშვები ქუთაისს ეწვივნენ
2013/07/30 20:07:08

დაახლოებით ორი კვირაა, რაც საქართველოში 8 ქვეყნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მე დავბრუნდების“ ორგანიზებით 15 ბავშვი ჩამოვიდა. ყველაზე უმცროსი ამ ბავშვთა შორის 11 წლისაა, უფროსი კი–17 წლის.

 პროექტი, რომელიც განხორციელდა ქართული და უცხოური კომპანიების მხარდაჭერით, ძირითადად ქართველი ემიგრანტების შვილების ქართულ სამყაროსთან ინტეგრირებას ისახავა მიზნად.

 ქართლის, ზემო იმერეთისა და შავიზღვისპირეთის მონახულების შემდეგ, ემიგრანტი ბავშვები ქუთაისის მაჟორიტარმა, გუბაზ სანიკიძემ საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია. პარლამენტარმა საჩუქრები გადასცა სტუმრებს, გაესაუბრა მათ ამჟამინდელ ძირითად საცხოვრებელ ადგილებზე, მოუწოდა ასევე, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, რისთვისაც ხელისუფალი საფუძვლის შემზადებასაც დაჰპირდა.

 დღის მეორე ნახევარში ემიგრანტი ბავშვები ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, მიიღო და დიალოგის რეჟიმში დაახლოებით ნახევარ საათი გაატარეს. ქუთაისის მერიაშიც პატარა  სტუმრებმა საჩუქრად წიგნები მიიღეს.

 თბილისში გამგზავრებამდე ემიგრანტებმა ქუთაისის შემოგარენის ღირსშესანისნაობები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ მომდევნო წელსაც ეწვევიან საქართველოსა და განსაკუთრებული სიყვარულით კვლავ მოინახულებენ ქუთაისს.

 როგორც ორგანიზატორებმა, ინა ასანიძემ და მაია კობაიძემ, აღნიშნეს, მომავალ წელსაც ეცდებიან ამ ტიპის პროექტის განხორციელებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია