დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ღვინის საწარმოების მონახულებას განაგრძობს
2013/07/17 23:31:01

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  კომპანიის GWS-ის  საწარმო   დაათვალიერა  და საექსპორტო პროდუქციას ადგილზე გაეცნო. 

,,რუსეთის ემბარგომდე ეს კომპანია წარმოადგენდა ყველაზე მსხვილ ექსპორტიორს საქართველოდან და მას აქვს ამბიციური გეგმები, რომ დაუბრუნდეს თავის პოზიციებს. დღეისათვის რუსეთის ბაზარზე  3 კვირის განმავლობაში გატანილი პროდუქციის რაოდენობით GWS-ი ლიდერის პოზიციას იკავებს. ჩვენ გავეცანით კომპანიის სამომავლო საინვესტიციო გეგმებსაც. იგეგმება ახალი ვენახების გაშენებას, რაც დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საწარმო  აპირებს ორ ცვლაში მუშაობის გაგრძელებას, რადგან  ძალიან დიდია  შეკვეთები.   ეს  არის თვალსაჩინო მაგალითი, რომ  საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში  დღეს  არის გამოღვიძება და  ძალიან პოზიტიური ტენდენციები,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ   ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყველა იმ ღვინის საწარმოში, რომლებსაც პროდუქცია  ექსპორტზე გააქვს ახორციელებენ საინსპექციო კონტროლს, რათა  გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ღვინის ხარისხის დაცემა.  ,,ჩვენ,  მუდმივად უნდა  ვიფიქროთ ხარისხის გაუმჯობესებაზე.  ვიქნებით  რთველის დაწყებამდე,  ჩვენ ინტენსიურად მოვინახულებთ ღვინის კომპანიებს.  ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში მონახულებენ ღვინის საწარმოებს. გაეცნობიან მათ პრობლემებსა თუ სამომავლო გეგმებს. შეამოწმებენ პროდუქციის ხარისხს.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ორგანიზებულად ჩატარდეს 2013 წლის რთველი“- განაცხადა დავითაშვილმა.

კომპანია GWS-ი 1994 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ფუნქციონირებს.    მათი წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის ღვინო და ჭაჭა  ექსპორტზე  გადის  აშშ-ს, ევროპის, იაპონიის და შუა აზიის  ბაზრებზე.   2006 წლის ემბარგოს შემდეგ, წელს კომპანია რუსულ ბაზარზე  დაბრუნდა და ამ ეტაპზე, ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობით ლიდერის პოზიციას იკავებს.

ორი თვის მანძილზე  (ივნისი-ივლისი) GWS-მა  რუსეთის ბაზარზე  300 000 - მდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. კომპანიამ სავაჭრო ნიშნებით „ძველი თბილისი“ და  ,,თამადა“ ექსპორტზე გაიტანა სხვადასხვა სახეობის ღვინო: ალავერდი (თეთრი და წითელი), ალაზანი (თეთრი და წითელი), საფერავი-ძველშავი, რქაწითელი-მწვანე, ახაშენი, ხვანჭკარა, კინძმარაული, მწვანე, მუკუზანი, ფიროსმანი (წითელი და თეთრი), საფერავი და წინანდალი.

დღეისათვის რუსეთის ტერიტორიაზე GWS-ის პროდუქცია თითქმის ყველა ფედერალურ და ლოკალურ ქსელშია წარმოდგენილი და მისი ფასი  300-დან 800 რუბლამდე მერყეობს.  2013 წლის ბოლომდე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  კომპანია GWS-ი  რუსეთის ფედერაციაში  დაახლოებით მილიონი  ბოთლი  ღვინის  ექსპორტს  გეგმავს. 

ემბარგოს მოხსნის შემდეგ რუსეთის ბაზარზე 1 500 000 მეტი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ექსპორტიორი კომპანიები არიან: GWS, ბატონო, ალავერდი, ბადაგონი, თბილღვინო, კახური ტრადიციული მეღვინეობა, დუგლაძის ღვინის კომპანია და მარნის კარი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია