დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად იხარჯებოდა ქუთაისის წყალმომარაგების მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხა?
2013/07/17 22:09:20

გაზეთ „P.S.“-ის ინტერნეტპორტალ  psnews.ge-თან არსებულ  Press -კლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა ქუთაისის მაჟორიტარმა გუბაზ სანიკიძემ.

შეკითხვები ზოგადად  ქუთაისს და ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. საუბარი იყო იმ დაანონსებულ პროექტებზე, რომლებიც ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო და რომელთა წარდგენის  შესახებაც ინფორმაცია სანიკიძემ ორმაისობას გაავრცელა. მისივე განცხადებით, პროექტების გამოცხადებას ხელი რიგმა მიზეზებმა შეუშალეს, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლების მიერ ქუთაისელებისათვის მიცემული  მთავარი დაპირება, ეს იყო წყლის პრობლემის მოგვარება და ამის განხორციელება უკვე დაიწყო.

„წყლის პრობლემა ქუთაისისათვის უმთავრესია. ამისათვის აზიის განვითარების ბანკმა 26 მილიონი ლარი გამოყო. გამოცხადებული ტენდერების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ესპანური ფირმა „კობრა“. მიეცათ ერთთვიანი ვადა, რათა ტექნიკური პერსონალი შეერჩიათ, აღნიშნულ სამუშაოებზე 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება. აგვისტოს პირველ დეკადაში დაიწყება მშენებლობა. პროექტი მთლიანად სამი წლის თავზე უნდა დასრულდეს. ეს არ იქნება მხოლოდ წყალმომარაგების პროექტი. მოწესრიგდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. ასევე უმთავრესი პრობლემაა ნაგავსაყრელი, მომავალ წელს 15 მილიონიანი პროექტის ფარგლებში ნაგავსაყრელი ქალაქგარეთ იქნება გადატანილი. ქუთაისის გავნითარებისათვის სხვა პროექტებიცაა დაფინანსებული, ამ ეტაპზე მოხდება 40 ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე ქალაქში შემოსასვლელი გზების და ტრასების შეკეთება. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღებაა ქუთაისის მისამართით და ამის არდანახვა არ შეიძლება“-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების ახალ პროექტთან დაკავშირებით კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი „ნაციონელების“ მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა მიზეზთა გამო შეჩერდა და, რომ  ახლა „ქართული ოცნება“მათ პროექტს ითვისებს.

სანიკიძემ, თავისმხრივ, წინა ხელისუფლება ქუთაისისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

„კი მაგრამ, თუ მაგათ დროს დაიწყო წყალმომარაგების პროექტი, რატომ არ დასრულდა, ვინ შეუშალათ ხელი,  „ქართულმა ოცნებამ“? მაშინ მე ვკითხავ მათ,  ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხა რატომ გადაისროლეს ანაკლიაში და რატომ არ მოაგვარეს ქალაქისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა?-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია