დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გეგუთის პატიმრები ციხის დაცვის უფროსის წინააღმდეგ
2013/07/14 16:10:02

გეგუთის კოლონიაში პატიმრები დაცვის უფროსს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ და მის დასჯას კანონის მთელი სიმკაცრით ითხოვენ . წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით იმუქრებიან.

მსაჯვრდებულთა თქმით,  ციხის გარე პერიმეტრის დაცვის უფროსი ვაჟა ნაცვლიშვილი პატიმრებსა და მათი  ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებს. მსჯავრდებულთა სანახავად მისულებს ართმევს ტელეფონის ნომრებს,  რის შემდეგაც  მათ  შეურაცხმყოფელ ტექსტიურ შეტყობინებებს უგზავნის. გარდა ამისა,  პატიმართა თქმით, მათი  ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვაჟა ნაცვლიშვილი საპატიმროში შესვლამდე, გაჩხრეკის დროს, არასათანადოდ ეპყრობათ.

გეგუთის კოლონიის მსჯავრდებულები  ნაცვლიშვილის თანამდებობიდან  გათავისუფლებას და მის დასჯას მოითხოვენ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაცვლიშვილის მიერ თანამდებობრივი ულებამოსილების გადამეტების შესახებ ოფიციალური საჩივარი არ შესულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, გეგუთის კოლონიაში არსებული ვითარების შესასწავლად  მოკვლევა ჩააატროს.

"ოფიციალური შეტყობინება სამინისტროში ნაცვლიშვილის წინააღმდეგ არ შემოსულა, მაგრამ იყო რამდენიმე სატელეფონო ზარი ჩემს პირად მობილურზე. ამიტომ ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ ჩავტაროთ მოკვლევა კოლონიაში. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ნაცვლიშვილი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", –განაცხადა სასჯელაღსრულების  სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია