დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი სოციალური ბიზნესი იმერეთში
2013/07/11 15:29:27

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” (People In Need) 2012 წლის ივნისიდან ახორციელებს პროექტს, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერაზე იმერეთის რეგიონებში. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია და  სოციალური საწარმოს დაფუძნება.

ამ მიზნით, მიმდინარე წლის 1 მაისს  გამოცხადდა ღია საგრანტო კონკურსი ქუთაისში და მის შემოგარენში სოციალური საწარმოს დაფუძნებაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო სოციალურ სფეროში მომუშავე ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო/არაკომერციული ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფს, ასევე ქუთაისში მოქმედ ბიზნესებს.

განსახილველად შემოვიდა სულ ხუთი განაცხადი, რომლის წარმომდგენები იყვნენ: ააიპ „თერნალი +“; შპს „თერნალის ჩაი“; ა(ა)იპ „რეგიონალური განვითარების ქსელი“ და ორი საინიციატივო ჯგუფი.

საგრანტო განაცხადების განხილვა მიმდინარეობდა ორ ეტაპად, საკონკურსო კომისის მიერ ექსპერტებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით.

პირველი ეტაპი, ითვალისწინებდა თითოეული პროექტისათვის ქულების მინიჭებას შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. შედეგად მეორე ეტაპზე გადავიდა 3 პროექტი, რომელთა ავტორებს მიეცათ ერთი კვირა, კომისიის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად განაცხადების ჩასასწორებლად.

საკონკურსო კომისიის საბოლოო სხდომა გაიმართა 28 ივნისს, სადაც განხილული იქნა მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასული ჩასწორებული პროექტები. კომისიის გადაწყვეტილებით უპირატესობა მიენიჭა საინიციატივო ჯგუფის - ელისო მაწკეპლაძე, კობა ნიშნიანიძე, ირაკლი ნიშნიანიძე - მიერ წარმოდგენილ განაცხადს, რომლის მიზანია პურის საცხობის დაფუძნება გელათის თემში და შვიდი ადამიანის დასაქმება  სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. 

გამარჯვებული პროექტი ასევე ითვალისწინებს სოფ. გელათის ცენტრში ბავშვთა გასართობი სკვერის კეთილმოწყობას, რომელზეც დაიხარჯება საწარმოს წლიური სუფთა მოგების ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი მოხმარდება მის გაფართოებას, სადაც კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდება. დაგეგმილია წელიწადში ერთხელ, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ერთი ახალგაზრდის პროფესიული ტრენინგის დაფინანსება. აგრეთვე, გათვალისწინებულია წელიწადში ორჯერ შობისა და აღდგომის დღესასწაულებზე გელათის თემის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის „სასაჩუქრე კალათის“ დარიგება.

კონკურსში გამარჯვებულმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე გაიარა იურიდიული რეგისტრაცია და უახლოეს დღეებში მასთან გაფორმდება ხელშეკრულება პროექტის განხორციელების შესახებ. ახლად დაარსებული საწარმო საკუთარი ხარჯებით ააშენებს საწარმოო შენობას და მოაწყობს ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც სარგებლობაში გადაეცემათ ორგანიზაციიდან მოთხოვნილი კაპიტალური აქტივები.

წარმატეტებს ვუსურვებთ ახლად დაფუძნებულ სოციალურ ბიზნესს მათ კეთილშობილურ საქმიანობაში!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია