დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაბინძურებული ბაზალეთის ტბა ინვესტორის მოლოდინში
2013/07/11 08:46:53

ბაზალეთის ტბის დიდი ნაწილი ჭაობითა დააფარული. წლების მანძილზე გაუწმენდავ წყალში წყალმცენარეები და  ქვეწარმავლები მომრავლდნენ, რის გამოც ტბის ძირითადი ნაწილი გამოუყენებელია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტბას რიგითი გამვლელები, მეთევზეები და ზოგჯერ ადგილობრივი მცხოვრებლებიც აბინძურებენ. მათივე თქმით, რადგან სახელმწიფო სახსრებით ვერ ხერხდება ტბის გაწმენდა და ტურისტული მიზნით მისი გამოყენება, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კერძო ინვესტორის შემოსვლა, რომელიც  ტბის აუთვისებელ ტერიტორიას ტურისტული  მიზნით გამოიყენებს.

ადგილობრივთა თქმით, პრობლემით, რომელიც გარემოს დაბინძურების წყაროს წარმოადგენს, არც გარემოს დაცვის სამინისტრო და არც სხვა უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

აღსანიშნავია, რომ ყვარლის ტბის ნაწილი რამდენიმე წლის წინ ებრაელმა ინვესტორმა შეისყიდა. რეაბილიტირებულ  ნაწილში აშენდა  სასტუმრო და მოეწყო ტურისტული ზონა.  ტბის რეაბილიტირებულ  ნაწილს ზაფხულის სეზონზე ქართველი და უცხოელი დამსვენებლები ხშირად სტუმრობენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია