დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოს მოსახლეობა ყოფილი "ნაციონალების" წინააღმდეგ
2013/07/07 22:42:35

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის  გამგეობის წინ მორიგი საპროტესტო  აქცია გაიმართა. წყალტუბოს რამდენიმე სოფლიდან ჩამოსული აქტივისტები,  "ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა ნარჩემაშვილის მიერ კოალიციის დატოვებას ითხოვენ.  აქტივისტთა და აქციის ორგანიზატორთა თქმით, ლაშა ნარჩემაშვილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა ნარჩემაშვილის ძმაა, წლების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი იყო, ახლა კი კოალიციის წარმომადგენელი გახდა და რაიონში ძალისმიერ პოლიტიკას ატარებს.

"მხარს ვუჭერთ ბიძინა ივანიშვილის ვუჭერთ მხარს, მაგრამ ესენი  არ არიან „ქართული ოცნების“ ჭეშმარიტი  მომხრეები. ლაშა ნარჩემაშვილი უნდა მოშორდეს წყალტუბოს“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვლადიმერ ჭეიშვილმა.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, თანამდებობა დატოვოს წყალტუბოს საკრებულოს  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კახა ბაბუნაშვილმა, რომელიც ნარჩემაშვილების ნათესავი და ყოფილი "ნაციონალია".

"დავიღალეთ,  რამდენი წელია სულ ეს ხალხია ხელისუფლებაში. ჯერ მოქალაქეთა კავშირში იყვნენ, მერე "ნაციონალებში" , ახლა "ქართულ ოცნებას" ამოეფარენ. ჩვენთვის კი  არასდროს არაფერი გაუკეთებიათ. უამრავი პრობლემაა სოფელში. ბაღიც კი არ გვაქვს, აღარაფერს ვამბობთ გზებზე და სხვა პრობლემებზე. მოვითხოვთ წავიდეს ეს ხალხი თანამდებობებიდან", –ამბობს ერთ–ერთი აქტივისტი მედეა ლორთქიფანიძე.

აქციის დასასრულს,  ქვიტირის ერთ-ერთმა განაწყენებულმა მკვიდრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური დემონსტრაციულად დაწვა.

წყალტუბოს მოსახლეობა მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და რაიონში არსებული ვითარებით დაინტერესებას თხოვს.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის თემის წარმომადგენლებმა, ლაშა ნარჩემაშვილისა და კახა ბაბუნაშვილის მიერ კოალიციის რიგების დატოვება გაუსლ კვირას გაზეთ P.S.- ის press - კლუბშიც მოითოხვეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია