დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია: უცხოელებზე მიწების მიყიდვა, კანონის ძალით უნდა აიკრძალოს
2013/07/06 19:34:54

პარტიამ  „ თავისუფალი საქართველო“ პარლამენტში შესატანი  სამი კანონპროექტისათვის ხელმოწერების   შეგროვება  დაიწყო,  რომელსაც  დღეიდან  პარტიის  იმერეთის  ორგანიზაცია შეუერთდა.

საერთო ჯამში კანონპროექტი პარლამენტისათვის წარსადგენად, როგორც არასაპარლამენტო პარტიას  „თავისუფალ  საქართველოს“  30 000 ხელმოწერა სჭირდება.

იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული სამი კანონპროექტი წარმოადგინეს.

„ჩვენი  მოთხოვნაა  საპენსიო ასაკმა ხუთი წლით დაიწიოს და ქალბატონების შემთხვევაში  55, მამაკაცების კი -  60 წელი გახდეს. ასევე,  მოვითხოვთ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რის ფარგლებშიც  ლგბტ  პირებს  აეკრძალებათ  მანიფესტაციის და აქციების ეკლესისთან 50 მეტრით ახლოს ჩატარება. მესამე მოთხოვნა ის არის, რომ ის აკრძალვა, რომ მიწები უცხოელებზე არ გაიყიდება, არა მხოლოდ  სიტყვიერად იყოს გაცხადებული, არამედ შესაბამისი კანონის მიღება მოხდეს, რაც უცხოელებზე ქართული  მიწის  გაყიდვას  აკრძალავს“- აღნიშნა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის  ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია