დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა ვიცე-მერები და სამსახურების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები დანიშნა
2013/07/06 19:19:27

დიმიტრი კოპალიანმა დღეს მერიის 18  სამსახურის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მერიაში 16 სამსახური არსებობდა. რეორგანიზაციის შედეგად კულტურის და სპორტის სამსახურები ერთმანეთს გამოეყო და ცალკე სამსახურებად ჩამოყალიბდა.  ასევე,  გაიყო ქონების  მართვისა და საბინაო მეურნეობის სამსახური.

ქუთაისის მერმა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად წარდგენილი პირები კვალიფიციურ კადრებად დაასახელა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას ნაყოფიერს გახდის.

წარმოდგენილი  კადრებიდან რამდენიმე ყოფილი „ნაციონალია,“ რომლებიც მერიაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. მათ შორის არიან ბესიკ ცქიფურიშვილი, კახაბერ დალაქიშვილი და ივანე ბუხაიძე.

ძველი 16 სამსახურიდან საკადრო ცვლილება არ მომხდარა, მხოლოდ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კვლავ ძველი ხელმძღვანელი ნესტორ კეპულაძე დარჩა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა თევდორაძის კადრია.

მერიის სამსახურების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები არიან:

მერიის ადმინისტრაციული სამსახური - ირინა სახელაშვილი;

სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური - ზურაბ გაბიძინაშვილი;

ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახური - ანდრო მარჯანიშვილი;

ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური- ბესიკ ცქიფურიშვილი;

საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური - კახაბერ დალაქიშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - ივანე ბუხაიძე;

კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური - ვაჟა ჟუღელი;

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური - თემურ ნადირაძე;

სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური - ზურაბ მარგველაშვილი;

ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახური - იოსებ გაბრიჭიძე;

სახანძრო უსაფრთოხებისა და სამაშველო სამსახური - ნიკოლოზ კოღუაშვილი;

აუდიტისა და კონტროლის სამსახური - მალხაზ ჭრელაშვილი (ჭრელაშვილი რეორგანიზაციამდე, ეკონომიკის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა);

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური - ზურაბ ზამბახიძე;

დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახური - თამაზ დეისაძე;

ზედამხედველობის  სამსახური -  გიორგი გოცირიძე.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური- ვასილ თუთბერიძე.

საფინანსო სამსახური - ირაკლი ავალიანი.

ტრანსპორტის სამსახური - ნესტორ კეპულაძე.

დღესვე  დიმიტრი კოპალიანმა ახალი ვიცე-მერები წარადგინა. გია შარაბიძე საფინანსო სფეროს უხელმძღვანელებს,  კოტე ლომიძე კი სოციალური საკითხებს და ჯანდაცვის სფეროსთან ერთად 12 ტერიტორიული  ორგანოს მართვას ჩაიბარებს. ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს ნიკო კაჭკაჭიშვილი.  შეგახსენებთ,  რომ რამდენიმე დღის წინ დამატებული  მეოთხე ვიცე-მერის პოსტზე  ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ თოფურიძე დაინიშნა.

სამსახურების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები  თანამადებობებზე  კონკურსამდე დარჩებიან. საატესტაციო კომისია კი ივლისის შუა რიცხვებში გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობა, როგორც მერიის მოქმედ თანამშრომლებს, ასევე რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირებსაც შეეძლებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია