დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება
2013/07/06 11:04:52

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. მორიგი საჯარო განხილვასტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან გაიმართება, 6 ივლისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  (მე-2 კორპუსი აუდიტორია135)

 

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ეხება:

  • საქართველოს კონსტიტუციური კანონისპროექტი ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ეხება საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა;
  • საქრთველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ,,საქრთველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას;
  • საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ეხება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს.

 

პირველი განხილვა  ჩატარდა ჟურნალისტებთან, 5 ივლისს, 11:00 საათზე თბილისში. შეხვედრები ასევე შემდეგ ქალაქებში გაიმართება: თბილისი (შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან – 6 ივლისი), ქუთაისი (11 ივლისი), ბათუმი (13 ივლისი), თელავი (16 ივლისი),  რუსთავი (16 ივლისი), გორი (18 ივლისი),  ახალციხე (18 ივლისი), ოზურგეთი (25 ივლისი).   

 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია