დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რიკოთის გვირაბი რამდენიმე დღე დაიხურება
2013/06/24 11:38:03

 რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 დღით შემოვლით გზაზე გადაერთვება.

 რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, გვირაბის გავლით მოძრაობა დროებით შეწყდება და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შემოვლით გზაზე გადაერთვება.

კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვირაბის გავლით აიკრძალება და შემოვლითი გზით განხორციელდება 24-25 ივნისს, 06:00-დან 20:00  საათამდე, ხოლო ხუთდღიანი შუალედის შემდეგ - 1 ივლისის 06:00-დან 3 ივლისის 23:00 საათამდე.

განსახორციელებელი სამუშაოები ელექტრომომარაგების საჰაერო სადენების, ტრანსფორმატორებისა და მრიცხველების მონტაჟს ითვალისწინებს, ასევე, ახალი ელექტროუჯრედების ტესტირებასა და გამართული ელექტროკომუნიკაციის ქსელის მუდმივი ენერგიის წყაროსთან  მიერთებას. 

აღნიშნული სამუშაოები გვირაბში ვენტილაციისა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სისტემის სრულფასოვნად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემოვლითი გზის რელიეფთან დაკავშირებულ სირთულეებს ითვალისწინებს, რაც ძირითადად, სატრანზიტო და არაგაბარიტულ ავტოსაშუალებებს უქმნის დისკომფორტს და რეჟიმის მოქმედების პერიოდში გვირაბის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთზე (აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებებზე) სადღეღამისო მორიგეობას აწესებს.

არაგაბარიტული და სატრანზიტო ავტოტრანსპორტისათვის (საჭიროების შემთხვევაში) დახმარების აღმოჩენის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილი იქნება გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ადგილზე მობილიზება. საგზაო რეჟიმის კონტროლი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით განხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია