დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა კავშირი აქვს ქუთაისის მერიის რეორგანიზაციას ნეპოტიზმთან?
2013/06/17 12:23:33

ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი მასიური დათხოვნების შესახებ დღეს ნაციონალური მოძრაობის  პრესსამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც  psnews.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ქვეყნის უმრავლეს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ხელში ჩაგდების შემდეგ, ქართული ოცნება ქ. ქუთაისის მერიაში პოლიტიკური ნიშნით მასიურ დათხოვნებს გეგმავს. 17 მაისს, ქ. ქუთაისის საკრებულომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ,,ქალაქ ქუთაისის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ”. იმავე დღეს, მერიის სამსახურებისა და ტერირიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს  ჩააბარეს გაფრთხილება, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მოხდეს მათი სამსახურიდან დათხოვნა.

ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან დათხოვნა ხდება „ქართული ოცნების“ მიერ ბიუროკრატიის ზოგადი ზრდის ფონზე. ქუთაისის შემთხვევაში, 5 ივნისს დაინიშნა ახალი მერი, დიმიტრი კოპალიანი. სულ რაღაც ერთ კვირაში კი 12 ივნისს საკრებულომ დაამტკიცა საქალაქო სამსახურების ახალი სტრუქტურა, რომლის თანახმადაც მათი რაოდენობა გაიზარდა 17-დან 19-მდე ხოლო არსებულებს შეეცვალათ (თუმცა არ შეცვლიათ ფუნქციები) სახელწოდება, რაც თანამშრომელთა მასიურ დათხოვნას გააადვილებს. გაიზარდა სამსახურებში განყოფილებების რაოდენობაც.

„აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში მიმდინარე უსამართლო პროცესები მიმდინარეობს „ქართული ონების“ მიერ ბიუროკრატიის ზოგადი ზრდისა და ნეპოტიზმის არნახული აყვავების ფონზე, რამაც ფაქტიურად წალეკა სახელმწიფო აპარატი. მაშინ როცა ეკონომიკა განიცდის შენელებას და ხალხი ყოველდღიურად კარგავს სამსახურს, ბიუროკრატიის ზრდა ეკონომიკას კიდევ უფრო შეანელებს. ეს ეკონომიკის ზოგადი კანონია,“ განაცხადა პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან  გიორგი ვაშაძემ.

1 ოქტომრბის არჩევნების შემდეგ, 75 მუნიციპალიტეტიდან ძალადობრივი გზით, რაც ხშირად მოიცავდა პირდაპირ ზეწოლას, შანტაჟს და მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ბრბოების მიერ შენობების უკანონო დაკავებასაც, შეიცვალა 50 გამგებელი და 25 საკრებულოს თავმჯდომარე.

„ჩვენ უკვე ვიმსჯელოთ, როგორ ხალხს აიყვანენ დათხოვნილთა ნაცვლად. 50 მუნიციპალიტეტიდან დათხოვნილი 2,000 ადამიანის სანაცვლოდ, სამსახურში აყვანისას მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა კონკურსი. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი მთავრობის საკადრო პოლიტიკის ერთადერთი კრიტერიუმი ნაცნობ-მეგობრობა და ნათესაობაა,” - აღნიშნა ვაშაძემ.

ამ დრომდე მერიის სტრუქტურულ ერთეულებში 700-მდე ადამიანია დასაქმებული."

 

 

(გ.გ.)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1810
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია