დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იტალიური კალიის წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
2013/06/15 10:44:24

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

ოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთის რეგიონში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობა ავიაციის გამოყენებით დაიწყო. პარარელურად, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებითაც  მიმდინარეობს. დღეისათვის   დამუშავებულიასულ 7700ჰა ფართობი. მათ შორის,  ავიაციის გამოყენებით  - 1240 ჰა ფართობი.

 

,,მიგრაციული კალია საშიში მავნებელია და დიდ ზიანს აყენებენ არა მარტო გარემოს და მწვანე საფარს, არამედ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. მოსახლეობის დასახმარებლად, მოსავლის გადარჩენის მიზნით, მავნებლების წინააღმდეგ ჩვენ ჩავრთეთ ავიაწამლობა, რათა ეფექტურად და  დროულად მოხდეს იტალური კალიის გავრცელების კერების ლოკალიზება. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აღნიშნული  ღონისძიებები გაგრძელდება მავნებლის სრულ  განადგურებამდე“, - აღნიშნა შალვა ფიფიამ.კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებით16 მაისიდან კახეთის გარდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც  მიმდინარეობს. 

 

დღეისათვის დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს,მარნეულის, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებშისურსათის ეროვნული სააგენტოს 8 მობილური ჯგუფი მუშაობს.  მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილია 15000 ჰექტრის ფართობის დამუშავება.  აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება.იტალიური და მაროკოული კალია მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია