დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისისა და საქართველოს რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრო ენერგია გაეთიშება
2013/06/10 10:17:51
  • „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

როგორც "თელასის" გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრორაიონის და სოფელ დიღმის მცხოვრებლებს; 10:00-დან 17:00 საათამდე - წავკისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობას; 10:00-დან 18:00 საათამდე - უნივერსიტეტის ქუჩას და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონს.
11 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე გაითიშება მოსკოვის გამზირი (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩა; 10:00-დან 14:00 საათამდე - აგლაძის, სტანისლავსკის და გვეტაძის ქუჩები; 10:00-დან 18:00 საათამდე - ანდრონიკაშვილის, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, უწერის, ლიბანის, სალხინოს, ბარალეთის, ჭედიას, სარაჯიშვილის და შუშის ქუჩები და ასფალტის ქარხანა; 10:00-დან 16:00 საათამდე - ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, ხაზინის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩები; 10:00-დან 15:00 საათამდე - დიღმის სასწავლო მეურნეობა (ნაწილობრივ), ხოლო 10:00-დან 18:00 საათამდე - ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონი (ნაწილობრივ).
12 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე - აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის და რომის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს (ნაწილობრივ), აბაშიძის ქუჩას, გლდანის მასივის III მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის V მიკრორაიონის, ლუბლიანას და ჭოხონელიძის ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 17:00 საათამდე - სამრეწველო დასახლების, ზურაბიშვილის, დოესის, კოშკოვანის, კობარეთის და ნადარეიშვილის ქუჩებს.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, მეფრინველეობის ფაბრიკის, ლილოს და საქსოფმანქანის დასახლებებს და ფრანგულიანის ქუჩას; 11:00-დან 17:00 საათამდე - ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებს (ნაწილობრივ); 10:00-დან 15:00 საათამდე - დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
13 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე გაითიშება ლილოს და საქსოფმანქანის დასახლებები, ქინძმარაულის, ნაკადულის ქუჩები, წერეთლის გამზირი (ნაწილობრივ), ვანის და კედიას ქუჩები, უწერის, ბარისახოს, გაგრის, ლიბანის, შუშის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ბაღნარის, ბიჭვინთის, რევოლუციის, სარაჯიშვილის და ულიანოვის ქუჩები. 
14 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, რუისის, ფაღავას, მეტეხის, ფერიცვალების, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ნიაბის, გუმბრის, ბზიფის, საინგილოს, ბაბისხევის, ჟონეთის, შილდის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, ასევე, დელისის, ნუცუბიძის და ჩიქოვანის ქუჩებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

  •  

დღეს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებ ნაწილსაც საქართველოს სხვადასხვა რაიონში:

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივნისს, 11:00–დან 18:00 საათამდე, გაითიშება 802 აბონენტი ფოთის გარეუბანში, 12:00–დან 15:00 საათამდე - 1200 აბონენტი ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში, 10:00–დან 18:00 საათამდე - 930 აბონენტი ხულოს რაიონის სოფლებში; 
11 ივნისს, 11:00–დან 15:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება 6624 აბონენტს ფოთის ცენტრალურ და გარეუბნებში, 12:00–დან 15:00 საათამდე - 1300 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში, 12:00–დან 18:00 საათამდე - 2455 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში; 
12 ივნისს, 10:00–დან 16:00 საათამდე, გაითიშება 12800 აბონენტი, 10:00–დან 15:00 საათამდე - 12863 აბონენტი; 13 ივნისს 10:00–დან 15:00 საათამდე - 4000 აბონენტი, 10:00–დან 15:00 საათამდე - 3994 აბონენტი, ხოლო 14 ივნისს 11:00–დან 17:00 საათამდე - 4000 აბონენტი ქვემო ქართლის რაიონის სოფლებში, 11:00–დან 17:00 საათამდე - 3984 აბონენტი მარნეულის რაიონის სოფლებში.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია