დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 65 მილიონამდე ლარია დახარჯული
2013/06/07 11:20:23

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი 36%-ით აჭარბებს 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურიდან psnews-ს აცნობეს, გაწეული ხარჯების საკასო შესრულება 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგენს 87 118 615 ლარს. 2012 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 55 349 347 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლევანდელი მონაცემები 31 769 267 ლარით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაიხარჯა. 2013 წლის პირველ კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა 64 814 793 ლარი, მაშინ, როცა 2012 წლის ამავე პერიოდში 28 661 203.0 ლარი იყო დახარჯული. ამ მიმართულებით დაფინანსებულია 115%-ით მეტი ღირებულების პროექტი, ვიდრე 2012 წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა. მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა გზების მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხების მიმართულებითაც. ეს თანხა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 23 734 007,65 ლარს შეადგენს, რაც 65,7%-ით აღემატება ამავე მიზნით 2012 წლის I კვარტლის საკასო ხარჯების მაჩვენებელს.

პირველი კვარტლის მონაცემებით, ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით დაფინანსებულია 170%-ით მეტი ღირებულების სამუშაო, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა. (2013 წელი - 39, 910 ,969,30 ლარი; 2012 წელი - 14 ,748 ,481,40 ლარი).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია