დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გაიმართება
2013/06/04 23:50:48

5 ივნისს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, მე-4 სართულზე ე.წ. "გენდერების დარბაზში"დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გაიმართება.  დემოკრატიის სკოლა არის ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (ნიმდის) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საქართველოს 4 ქალაქში ხორციელდება (თელავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი). იგი ითვალისწინებს 5 თვიან სასწავლო კურსს და განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისათვის.

ქუთაისის დემოკრატიის სკოლა კურსდამთავრებულთა უკვე ორ თაობას ითვლის და ორგანიზაცია ორიენტირებული ამ ადამიანებთან კავშირების შენარჩუნებასა და ერთიანი ქსელის ფუნქციონირებისათვის ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს (კონკურსები, ბანაკები, გაცვლით პროგრამები და ა.შ.) დემოკრატიის სკოლას ქალაქში დიდი რეზონანსი აქვს და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.  

შეხვედრას წარუძღვება ლევან ცუცქირიძე, ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

პრეზენტაციაზე მიწვეული არიან  ჟურნალისტები,  როგორც ამავდროულად დემოკრატიის სკოლის პოტენციური მსმენელები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია