დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მალხაზ ჭრელაშვილი მერიაში რეორგანიზაციას და კადრების ოპტიმიზაციას აუცილებლობად მიიჩნევს
2013/06/04 23:35:56

2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებულ ხარვეზებსა და შედეგებზე ისაუბრა დღეს გამართულ შეხვედრაზე მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა.

„ვინაიდან მიმდინარე წლის ნახევარი გასულია, უკვე დროა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ  ის ხარვეზები, რაც 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ახლდა, მომავალ წლებში აღარ შეგვხევდეს“-აღნიშნა მალხაზ ჭრელაშვილმა.

ბიუჯეტის განხილვა მერიის ეკონომიკის სამსახურმა დემოკრატიული ჩართუობის ცენტრში გამართა, შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად,  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო 2010-2012 წლებში ეკონომიკის სამსახურის ფარგლებში განხორციელებულ და შეჩერებულ პროექტებს.

„გასულ წლებში აქცენტი გაკეთებული გვქონდა საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების და ტურიზმის განვითარებაზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტებით საერთო ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით დაიზოგებოდა. მაგალითად, გარე განათების სისტემის ახალი ეკო ნათურებით ჩანაცვლებით მოხმარებული ელექტროენერგია 60 პროცენტით შემცირდებოდა, რაც თავის მხრივ, ბიუჯეტს 1 860 000 ლარის დანაზოგს მოუტანდა. პარკინგის ახალი სისტემით კი ბიუჯეტის 300 000 ლარით გაზრდა მოხდებოდა“- განაცხადა მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით ეკონომიკის სამსახურში რეორგანიზაცია აუცილებელი იყო, თუმცა გასულ წლებში სხვა პროქტებთან ერთად აღნიშნული პროცესიც დაიბლოკა. მანვე დაადასტურა, რომ მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია აუცულებელია ქალაქის ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით.

ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის პროცესის შეჩერების კუთხით ქუთაისის მომავალი მერის იმედი აქვს კორუფციასთან ბრძოლის ასოციაცია „საჩინოს“ თავმჯდომარეს, ზურაბ ხურციძეს. მისი განცხადებით: ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია,  უნდა შეჩერდეს. ყოველი დახარჯული თეთრის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და დიმიტრი კოპალიანმა ამ კუთხით ქუთაისისათვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს.

სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობა მის ბალანსზე არსებული ქონების ზუსტ აღრიცხვას მოახდენს, რაც კარგი საფუძველი იქნება მომავალი ინვესტორების ინფორმირებისათვის. ასევე მოხდება გასაყიდი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების საჯაროობა და რეკლამირება.

შეხვედრაზე მომავალი წლის პრიორიტეტები არ გამოიკვეთა, თუმცა ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელი პრიორიტეტებიდან მნიშვნელოვანად  მაინც ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია