დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალების“ დაბრუნება წყალტუბოში
2013/06/04 23:25:58

დღეს გავრცელებული ინფორმაცია წყალტუბიოს საკრებულოს თავმჯდომარისათვის იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით დადასტურდა და საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა საღარეიშვილსა და მის მოადგილეს თანამდებობები დაატოვებინეს. თავმჯდომარის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი საკრებულოს 24 წევრიდან 15 დეპუტატმა დაუჭირა.

განთავისუფლებული საღარეიშვილის განცხადებით ახალ კადრებს, მხოლოდ პირადი კეთილდღეობის სურვილი ამოძრავებთ და არავითარი საზოგადოებრივი ინტერესები არ გააჩნიათ, ახალი კადრის დანიშვნით არაფერი შეცვლილა, ახალი სახელწოდებით საკრებულოში ისევ „ნაციონალები“ დაბრუნდნენ.

დღესვე საკრებულის ახალი თავმჯდომარე სოფელ გეგუთის მაჟორიტარი, პროფესიით ექიმი ნოდარ კაპანაძე დაინიშნა.

„ჩემი პიროვნების დანიშვნა საკრებულოს თავმჯდომარედ და მოსახლეობის მიერ ნდობის გამოცხადება ჩემს პოროვნულ ღირსებას და საქმიანობას უკავშირდება“-აღნიშნა საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია