დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია
2013/06/03 19:20:04

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის მათ მიერ პრეტენზიების მიმღებ კომისიაში საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა, კომისია მუშაობას აგრძელებს. როგორც კომისიის თავმჯდომარე რაულ ქორჩილავა ამბობს, გასაჩივრების ვადა უკვე ამოწურულია, თუმცა კომისია არ იხურება.

`ეს არის მუდმივმოქმედიკომისა, რომელიც მუშაობას არ შეაჩერებს. საპრეტენზიო კომისია სპეციალურად მერის კონკურსის წესით არჩევისთვის არშექმნილა.  6 მაისს არის გაცემული განკარგულება მისი შექმნის შესახებ. რაცშეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამჯერად საჩივრების განხილვისთვის ვადები  არც არსებობდა, რადგან, რეალურად, პრეტენზიით მერობის არც ერთ კანდიდატს არ მოუმართავს. 8 კონკურსანტს უარის წერილი ხელზე ჩაბარდა, სამს კი ფოსტით გაგეგზავნა. Mმხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩა, რომლისგანაც წერილის ჩაბარების დამადასტურებელიშეტყობინება საკრებულოს კანცელარიაში არმოსულა, თუმცა ესუკვე აღარაფერს ცვლის, რადგან საჩივრების მიღების ვადა უკვე დასრულებულია ~ -ამბობს რაულ ქორჩილავა. 
იქედან გამომდინარე, რომ საპრეტენზიო კომისიაში საჩივრები აღარ მიიღება,  (აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სწორედ საპრეტენზიო კომისის მუშაობა დასახელდა მერის დაანონსებული არჩევის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის მიზეზი), ქალაქის მერს სავარაუდოდ მიმდინარე კვირას დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, ქუთაისის მერის პოსტზე დიმიტრი კოპალიანი შეარჩია. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, კოპალიანი სამუაშაო გამოცდილების ნიშნით შეირჩა. Dდიმიტრი კოპალიანი ამერიკაში მცხოვრები ქუთაისელია, რომელსაცუმაღლესი განათლება და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ბიზნეს-ადმინისტრირებასა  და კომპიუტერული მეცნიერებისსფეროში. 

„ეს არის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მუშაობას არ შეაჩერებს. საპრეტენზიო კომისია სპეციალურად მერის კონკურსის წესით არჩევისთვის არ შექმნილა. 6 მაისს არის გაცემული განკარგულება მისი შექმნის შესახებ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამჯერად საჩივრების განხილვისთვის ვადები  არც არსებობდა, რადგან, რეალურად, პრეტენზიით მერობის არც ერთ კანდიდატს არ მოუმართავს. 8 კონკურსანტს უარის წერილი ხელზე ჩაბარდა, სამს კი ფოსტით გაეგზავნა. მხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩა, რომლისგანაც წერილის ჩაბარების დამადასტურებელი შეტყობინება საკრებულოს კანცელარიაში არ მოსულა, თუმცა ეს უკვე აღარაფერს ცვლის, რადგან საჩივრების მიღების ვადა უკვე დასრულებულია,“ – ამბობს რაულ ქორჩილავა. 

იქედან გამომდინარე, რომ საპრეტენზიო კომისიაში საჩივრები აღარ მიიღება (აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სწორედ საპრეტენზიო კომისიის მუშაობა დასახელდა მერის არჩევის დაანონსებული საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის მიზეზად), ქალაქის მერს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ქუთაისის მერის პოსტზე დიმიტრი კოპალიანი შეარჩია. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, კოპალიანი სამუშაო გამოცდილების ნიშნით შეირჩა. დიმიტრი კოპალიანი ამერიკაში მცხოვრები ქუთაისელია, რომელსაც უმაღლესი განათლება და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ბიზნეს-ადმინისტრირებისა  და კომპიუტერული მეცნიერების სფეროში. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1849
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია