დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახური აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება
2013/05/31 20:15:09

 

დღეს გავრცელებულ აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, პარლამენტის შენობაზე ინსპექტირება ნაწილობრივ განახორციელა და მერიამ კიდევ სხვა შეცდომებიც დაუშვა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „psnews.ge“ - მ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ლევან ჭანჭალეიშვილთან სცადა. ჭანჭალეიშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურის დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება და მასში რამდენიმე პუნქტი არასწორად არის ფორმულირებული. „აუდიტის დასკვნაში მოხსენიებულია, რომ კეთილმოწყობის სამსახურმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და ბოლომდე არ შეისწავალა პარლამენტში მიმდინარე სამუშაოები. ჩვენ ამ თემაზე კითხვა გავუგზავნეთ კონტროლის პალატას, თუ რას გულისხმობდნენ ნახევრად განხორციელებულ ინსპექტირებაში, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. მე ვფიქრობ, რომ დასკვნის ეს ნაწილი არასწორად არის ფორმულირებული“ -ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, კეთილმოწყობის სამსახურმა, თავისი სამი  ინსპექტირების ჯგუფისა კომპენტენციის ფარგლებში, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. „აქ ნიშანდობლივი და მთავარია, რომ კეთილმოწყობის სამსახური პარლამენტის  სამუშაოებს მხოლოდ ვიზუალურად აკვირდებოდა, ხარისხზე კი პასუხისმგებელი სამხარაულის ექსპერტიზა იყო. მისი ყველა დასკვნა არსებობს, ამ ექსპერტიზის გარეშე ერთი თეთრი არ არის გადარიცხული.“ - ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

ჭანჭალეიშვილი ასევე უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში  ყოფნა საშიშია. „ჩემი, აზრით, ეს მორიგი პროვოკაციული განცხადებაა. რადგანაც, სურვილი აქვთ, რომ პარალმენტის ამ შენობის ღირებულებაში ეჭვი შეიტანონ“.

 დღეს გავრცელებულ აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალებოდა. თუმცა, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სამსახურმა ინსპექტირება მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელა. არის საუბარი, რომ 2 გამწოვიდან მხოლოდ 4 მუშაობს, კონდიცირება ზედა ოთახებში დამთავრებული არ არის და შესასრულებელი აქვს ფირმას, რომელსაც ყადაღა ადევს. „პარალმენტის გარშემო ოთხი ბასეინია, რომელსაც ახლა ვავსებთ და ბასეინების შევსების შემდეგ, წალის ცირკულაცია მოხდება და ტემპერატურა კიდევ უფრო დარეგულირდება. ჩემი აზრით, პარალმენტის შენობას თუ მოუვლი და სრულად თუ გაუშვებ ექსპლუატაციაში, არავის ჩამოენგრევა თავზე.“-ამბობს ჭანჭალეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია