საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სურსათის უვნებლობის პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობა უმთავრესია
2013/05/31 00:08:27

სურსათის უვნებლობის საკითხს ბოლო დროს განსაკუბული ყურადღება ექცევა, როგორც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების,  ასევე სურსათის უვნებლობის საგენტოს მიერ. თუმცა პრობლემის ტრანსფარანტულობისა და გამჭვირვალობისათვის აუცილებელი პირობაა საზოგადოების ჩართვა საკითხის მოგვარებაში. მოსახლეობამ უნდა ისწავლოს საკუთარი უფლებების დაცვა.

სწორედ მოსახლეობის ჩართულობასა და სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და რეკონენდაციებს ეხებოდა დღეს, ქუთაისში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციის სახელწოდებაა: „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება.“

პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა შეაფასეს 2012 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა, გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას, ასევე  – წარმოადგინეს რეკომენდაციები არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

ქეთევან დადიანი ( პრეზენტაციის ორგანიზატორი): „ჩვენს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია 2012 წელს სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან არსებული კანონმდებლობით, სურსათის უვნებლობის კუთხით გამჭვირვალობა აღიარებულია, თუმცა ეს მხოლოდ აღიარებად რჩება და არ არსებობს მექანიზმი, რომელიც საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას დააკმაყოფილებს. ანგარიშში, ასევე გამოვლენილია გასულ წელს სურსათის უვნებლობის კუთხით არსებული ნაკლოვანებები და დადებითი  მხარეები.  მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს ქვეყანაში პოლიტიკური  ცვლილებები განხორციელდა, რამაც გარკვეულწილად შეგვიქმნა პრობლემები მუშაობის პროცესში, შეიცვალა მიდგომები სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ წარმოვადგინეთ ის რეკომენდაციები, რაც ამ კუთხით მუშაობას შეუწყობს ხელს და იმედია, რომ მომავალში სხვა სამსახურებს არ შეექმნებათ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვხვდებოდა კვლევის დროს. საკითხის მოწესრიგებისათვის  ერთ-ერთი  მთავარი პრიორიტეტია საზოგადოების ინფორმირება და და პრობლემის აღმოფხვრაში მათი აქტიური ჩართულობა.“

პრეზენტაციის ორგანიზატორთა განცხადებით,წარმოდგენილ კვლევაში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული სახელმწიფო ორგანო, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თავად საზოგადოება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია