დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
30 მაისს ქუთაისს ელექტროენერგია შეეზღუდება...
2013/05/29 16:07:05

მიმდინარე წლის 30 მაისს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "სათაფლია", რის გამოც 1000საათიდან 1700 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. ქუთაისის ნაწილს.

 როგორც "ენერგოპრო ჯორჯია"–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, თეონა გეგუჩაძე გვატყობინებს, 110/35/6 კვ ქვესადგურში “სათაფლია” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს.საერთო ჯამში, დაახლოებით 5250 აბონენტს ქუთაისში.

 ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.

 აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია