დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელისათვის 21 მილიონი ევრო გამოიყოფა
2013/05/28 16:35:16

რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და საქართვველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში kfw-ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისში დაგეგმილი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ ჩატარებული სამუშაოები. ახალი ნაგავსაყრელი სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე განტავსდება, სამუსაოები 2014 წელს დაიწყება და ნაგავსაყრელი  ექსტულატაციაში 2015 წლის ბოლოს შევა.

მყარი ნარჩენების კომპანიამ წარმოადგინა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ქალაქში ამდროისათვის არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება, ახალი თანამედროვე სტანდარტების ტიპის ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულებამდე.

დავით ნარმანია (რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი): „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ფაქტიურად ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ხორციელდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით. მსგავსი საკითხების მოგვარება ჯერჯერობით სხვა რეგიონებში არ დაწყებულა, სწორედ იმერეთი იქნება საპილოტე ტერიტორია. გერმანიის განვითარების ბანკმა გამოყო თანხა, რომლის ფარგლებშიც დადგელინია ის ვადები, რა დროშიც უნდა მოხდეს ახალი ნაგავსაყრელის ამუშავება. ვიდრე არ მოხდება ახალი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში ჩაშვება, იქამდე, მყარი ნარჩენების კომპანია ნიკეას ნაგავსაყრელზე მოახდენს კონტროლს,  რაც გულისხმობს მის შემოღობვას, თვალთვალის დაწესებას, ნარჩენების შეტანას და იმ სამუშაოების გატარებას, რაც ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად მოაწასრიგებს. 2015 წლიდან კი ძველი ნაგავსაყრელი დაიხურება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.“

საქართველოს მთავრობამ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები გერმანიის მხარესთან, kfw ბანკი ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის  მშენებლობისა და ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებისათვის 21 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

„გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში kfw და მყარი ნარჩენების კომპანია ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს განახორციელებენ. აღნიშნული პროექტის  განხორციელება საბოლოოდ გადაჭრის ქუთაისის ნაგავსაყრელის მრავალწლიან პრობლემას. დღეს სწორედ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები წარვუდგინეთ სამინისტროს წარმომადგენლებს. შემდგომ ამ გატარებულ სამუშაოებს დასამტკიცებლად წარვუდგენთ გერმანულ მხარეს და დამტკიცების შემდეგ, მომზადდება ფინანსური მხარე და ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს, ეს პროცესი წლის ბოლოსათვის დასრულდება, მომავალი წლიდან კი აქტიურ სამუშაოებს დავიწყებთ ნაგავსაყრელის ასამუშავებლად“-განაცხადა kfw ბანკის წარმომადგენელმა არნე გოსმა.

შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ იმერეთის მხარეში არსებული მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია