დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაფიცვა ჭიათურელმა მაღაროელებმაც გამოაცხადეს
2013/05/28 16:00:15

დღეს, 28 მაისს, ჭიათურელმა მაღაროელებმა გაფიცვა დაიწყეს. გაფიცვა ჯერ ორგანიზებული არ არის, რადგან რამდენიმე მაღარო კვლავ აგრძელებს ეპიზოდურად სამთო-მოპოვებით საქმიანობას. როგორც საგაფიცვო კომიტეტი აცხადებს, ხვლიდან გაფიცვა საყოველთაო ხასიათს მიიღებს.

 მაღაროელები შემდეგ მოთხოვნებს აყენებენ:

ხელფასების კორექტირება და მატება, ღამის საათების ანაზღაურება 50%-ით მეტი ნიხრით, საპრემიო სისტემის აღდგენა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, სადაზღვევო სისტემა ,,ტაოს“ სერვისის გაუმჯობესება და ქალაქ ჭიათურაში ჰოსპიტალური სერვისი, ,,ტაოპრივატბანკის“ სერვისის დახვეწა და წინა გაფიცვების გამო გათავისუფლებული ამირან მაჩიტიძის სამსახურში აღდგენა (ამირან მაჩიტიძე ერთ-ერთი მაღაროს დირექტორი იყო და მუშების სოლიდარობის გამო გაათავისუფლა ,,ჯორჯიანმანგანეზმა“).

 ჭიათურელი მაღაროელებისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ზესტაფონიდან 4 მეტალურგი ჩამოვიდა და ამჟმაად მაღაროელებთან ერთად ადგენენ კოორდინირებული მოქმედების გეგმას. სავარაუდოდ, ამ ორ ორგანიზაციას დაემატება ვარციხჰესის მუშებიც. ვარციხჰესიც ,,ჯორჯიანმანგანეზის“ კუთვნილებაა.

 პრემიერ ივანიშვილის სახელზე გაიგზავნა მიმართვა, რომლის მიხედვითაც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას ჭიათურაში. ,,ჭიათურა არ უნდა იყოს ერთეულების, ის ყველა ჭიათურელს უნდა ეკუთვნოდეს“,_განაცხადეს გაფიცულებმა ,,psnews.ge“-სთან საუბარში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია